ირაკლი კოვზანაძე: მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად რეინვესტირების მოცულობა  თითქმის 2-ჯერ გაიზარდა

ირაკლი კოვზანაძე: მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად რეინვესტირების მოცულობა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა

access_time2019-10-24 14:33:26

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით, ISET-ის, Pwc -ის მონაწილეობით და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება (ex-post RIA)მომზადდა, რომლის პრეზენტაცია დღეს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. ინფორმაციას საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტი ავრცელებს.



საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2017 წლიდან, მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოები გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილებისას იბეგრებიან.



რა აჩვენა კვლევის შედეგებმა? როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა დაინტერესებულ მხარეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ რეფორმა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე განხორციელდა და ის ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეა ბოლო დროის ინიციატივებს შორის. თუმცა რეფორმის წმინდა ეფექტის განსაზღვრა კვლავ გამოწვევაა, რადგან ინდივიდუალური ფირმების დონეზე ჩაშლილი მონაცემები არ არის სრულყოფილი. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით შემოსავლები ცხადია შემცირდა, მაგრამ ეს თანხა ჩაიდო ეკონომიკაში, რაც ამ რეფორმის მთავარი მიზანი იყო. რეინვესტირების მოცულობა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. „რეინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 2 ჯერ მეტი 657.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. - განაცხადა კოვზანაძემ.




როგორც კოვზანაძემ აღნიშნა: მიუხედავად დადებითი ტენდეციებისა, მოკლევადიან პერიოდში, რეფორმის შედეგების წმინდა ეფექტის დადგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ე.წ. „ესტონური მოდელის“ ამოქმედებიდან გასულია მხოლოდ 2 წელი. შესაბამისად, მოგების გადასახადის რეფორმის რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება შუალედური დასკვნაა და სამომავლოდ გზამკვლევი იქნება რეფორმის შემდგომი ეფექტიანობის ანალიზისთვის.



პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესმენები და ეკონომისტები ესწრებოდნენ.







არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს
access_time2019-12-09 14:42:26
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებზე, მათ შორის ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 წლით აუკრძალა მონაწილეობის მიღება.ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია WADA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაცია ერთხმად დაკმაყოფილდა,- ნათქვამია...

ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად იყიდება

ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად  იყიდება
access_time2019-12-09 18:15:33
ლონდონში, მილიარდერ ევგენი ჩიჩვარკინის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები შედის. ამის შესახებ „კომერსანტს“ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ბერდია ყამარაულმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, Cenimex-Georgian Wine Club (London)-სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბი დიდი ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს, ჩიჩვარკინის კომპანიის მიმწოდებელიც მისი...


მსგავსი სიახლეები

up