ირაკლი კოვზანაძე: მიმდინარე კვირაში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს

ირაკლი კოვზანაძე: მიმდინარე კვირაში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს

access_time2021-12-06 17:50:00

„მიმდინარე კვირაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას განიხილავს,“ - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა სამინისტრომ საბაჟო კოდექსში ცვლილებები განსახილველად დაჩქარებული წესით წარმოადგინა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



ირაკლი კოვზანაძის თქმით, კომიტეტს მიმდინარე კვირაში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს: „ოთხშაბათს პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ველოდებით, განვიხილავთ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და მასათან დაკავშირებულ საკითხებს, რაც მოსახლეობას აინტერესებს. ხოლო პარასკევს, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას განვიხილავთ, იცით, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი წინა ვერსიებისგან განსხვავებით 332 მილიონი ლარით იზრდება,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს კომიტეტის დღის წესრიგში შეიტანს.





ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში
access_time2022-01-25 16:55:00
რას გულისხმობს მთავარი  ბუღალტრის როლის ტრანსფორმაცია...

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-25 18:00:47
25 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.43 თეთრით 3.0720- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0675 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.47 თეთრით 3.4661-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.57 თეთრით 4.1358-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.68 თეთრით 3.9081-მდე, თურქულ ლირასთან 0.18 თეთრით 0.2269-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.82 თეთრით 6.3834-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.68...

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა
access_time2022-01-25 17:00:20
ამანათების გადამზიდი კომპანიები 2022 წელს მომსახურებაზე ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ელიან. კერძო სექტორის შეფასებით, ფასების კორექტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლიდან დაიწყო და ის ძირითადად ჩინეთის მიმართულებას შეეხო. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.   „ტარიფების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-25 21:00:12
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველოში კოვიდინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 74 200  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 15 762  ახალი შემთხვევა.     2....

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა
access_time2022-01-25 15:55:06
„საქართველოს ბანკის“ გვერდი ფეისბუქზე აღარ იძებნება. მისი ვირტუალური სივრციდან გაქრობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  „საქართველოს ბანკის“ გვერდის გაქრობას მისი მთავარი კონკურენტი თიბისი ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „ადამიანების შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up