ირაკლი კოვზანაძე: ინფრასტრუქტურა იქნება ჩვენი მთავარი მიმართულება, რაც დაახლოებით 50 ათას ადამიანს დაასაქმებს

ირაკლი კოვზანაძე: ინფრასტრუქტურა იქნება ჩვენი მთავარი მიმართულება, რაც დაახლოებით 50 ათას ადამიანს დაასაქმებს

access_time2016-12-31 17:00:57

 

„ქვეყნის მთავრი გეგმა არის 2017 წლის ბიუჯეტი , რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ. აქ ჩადებულია პრემიერის მთავრი ინიციატივები მათ შორის, ოთხპუნქტიანი გეგმა", - ეს განცხადება რადიო „კომერსანტის" საახალწლო ეთერში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა.

 

 

– პრემიერმა თქვა გუშინ, რომ ლარი დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელიც მთლიანად შეესაბამება ჩვენს რეგიონებთან სავაჭრო პარტნიორულ სიტუაციას, თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებას?

 

 

– პრემიერი აბსოლუტურად მართალია, ჩვენც იგივეზე ვსაუბრობდით ამ ხნის განმავლობაში, ლარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა რეგიონული ფაქტორები, ლარზე გავლენას ახდენდა თურქული ლირის დევალვაციაც. ასევე იყო შიდა ფაქტორები და ლარი თავის სამართლიან მდგომარეობასთან შედარებით 7-8%-ით იყო გაუფასურებული. ამიტომ, ის უბრუნდება იმ ნიშნულს, სადაც უნდა იყოს.

 


ასევე სწორი იყო ის განცხადება, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წინა კვირას გააკეთა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს და ამ თვალსაზრისითაც მან პირველი ნაბიჯი გადადგა, როცა 40 მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა. ეს ტრენდი არის სწორი და ვფიქრობ, რომ შენარჩუნებული იქნება. ყველაფერი აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ლარი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

 

 

– მთავრობამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც ლარიზაციას ემსახურება, თუმცა რამდენიმე ცვლილება ბიზნესმა მაინც მტკივნეულად აღიქვა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იმუშავებს ეს გეგმა და როდის გვექნება კონკრეტული შედეგები?

 


– ქვეყნის მთავრი გეგმა არის 2017 წლის ბიუჯეტი , რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ. აქ ჩადებულია პრემიერის მთავრი ინიციატივები მათ შორის, ოთხპუნქტიანი გეგმა. 2017 წლიდან დაიწყებს მუშაობას ესტონური მოდელიც, რაც ნიშნავს მოგების გადავადებულ გადასახადს. ჩვენ ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 4%-იანი შიდა პროდუქტის ზრდით. ინფრასტრუქტურა იქნება ჩვენი მთავარი მიმართულება, რაც დაახლოებით 50 ათას ადამიანს დაასაქმებს.

 

 

რაც შეეხება ლარიზაციის გეგმას ეს არის უალტერნატივო. საქართველო ერთ-ერთი მაღალი დოლარიზაციის ქვეყანაა და ეს დამახასიათებელია ყველა პოსტ-საბჭოთა ტიპის ქვეყნისთვის. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა, ეს არის მემკვიდრებითი პრობლემა. დეპოზიტევბი რომ ავიღოთ, 100 დეპოზიტიდან 80-ზე მეტი არის გაცემული დოლარში და ამოცანა გახლავთ, რომ ეს მაჩვენებელი შევამციროთ.

 

 

 



მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up