ირაკლი კოვზანაძე:საქართველოს ეკონომიკისთვის ინფლაცია დიდი გამოწვევაა

ირაკლი კოვზანაძე:საქართველოს ეკონომიკისთვის ინფლაცია დიდი გამოწვევაა

access_time2019-11-13 19:32:43

„ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევაა როცა ბიუჯეტი მშპ-ს საკმაოდ ამბიციური მაჩვენებლით - 5%-იანი ზრდით იგეგმება. მივესალმები მთავრობის თამამ გეგმებს, თუმცა 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2020 წელს მარტივი არ იქნება“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა გააცნო. ინფორმაციას საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტი ავრცელებს. 


მისი თქმით, ბოლო მონაცემებით ინფლაციის მაჩვენებელმა 6.9%-ს მიაღწია, წლის შედეგებით სავარაუდოთ 7%-ს გადააჭარბებს. ირაკლი კოვზანაძის აზრით, ეს ფაქტორი დიდი გამოწვევაა საქართველოს ეკონომიკისთვის. „ძვირი ფულის“ პოლიტიკა კი, რომელსაც ეროვნული ბანკი მიმართავს, ინფლაციის შეკავებასთან ერთად, ეკონომიკურ ზრდასაც შეაფერხებს.“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი ვერსია არსებითად არ განსხვავდება პირველადი პროექტისაგან და მასში არ არის ასახული გამოთქმული შენიშვნები თუ რეკომენდაციები.



„იმედს გამოვთქვამ, რომ ნოემბრის ბოლოსთვის წარმოდგენილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე საბოლოოდ იქნება შეთანხმებული საერთაშორისო ფულად-საკრედიტო ორგანიზაციებთან და მასში ოპტიმალურად იქნება ინტეგრირებული საქართველოს პარლამენტში გამოთქმული რეკომენდაციები“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.



საერთო ჯამში, როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არსებულ რეალობას ითვალისწინებს, იგი დაბალანსებული დოკუმენტია და მასში ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური კურსი მიმართულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლიანობის გაზრდის, სწრაფი და ინკლუზიური ეკონომიკური აღმავლობის და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნის მშენებლობისაკენ.







ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს
access_time2020-05-30 17:00:54
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მასშტაბური ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. პანდემიის გამო, 2020 წლის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ახალი178 წევრიდან ნაწილმა დიდი სარგებელი ნახა. მათ შორის არიან: ლარი სიანდონ ჩენი ქონება: $4.5 მილიარდი ქვეყანა: ჩინეთი ლარი ჩენი GSX Techedu-ის დამფუძნებელი და...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...


მსგავსი სიახლეები

up