ირაკლი კოვზანაძე: იმედია, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში  პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აისახება

ირაკლი კოვზანაძე: იმედია, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი აისახება

access_time2019-11-12 19:18:56

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი, არსებითად არ განსხვავდება პირველადი ვარიანტისგან, თუმცა საბიუჯეტო პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში პარლამენტის შენიშვნების და რეკომენდაციების მნიშვნელოვან ნაწილს გაითვალისწინებენ“- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. ინფორმაციას საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტი ავრცელებს. 



მისი თქმით, წარმოდგენილი ვარიანტით არ იცვლება მაკროეკონომიკური პარამეტრები: კერძოდ: დაგეგმილია მშპ-ს 5%-იანი ზრდა, რაც ირაკლი კოვზანაძის აზრით, მთავრობის მხრიდან საკმაოდ ამბიციური განაცხადია. ასევე ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 3%-იანი ინფლაცია, ნაერთი ბიუჯეტის 2.6% დეფიციტი მშპ-სთან მიმართებაში და 14 მილიარდ 40 მილიონი ლარის შემოსულობები.



„სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობაც და სტრუქტურაც პრაქტიკულად უცვლელია. მომავალ წელს 14 მილიარდ 211 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, თითქმის 900 მილიონი ლარით მეტი ვიდრე 2019 წელს. გაიზრდება პენსიები, დაგეგმილია ხელფასების მატება მასწავლებლებისთვის, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელთათვის, პოლიციელებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის.



იცით, რომ საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისი სავალუტო ფონდის მისია, მიმდინარეობს მათთან ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები, მათ შორის 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების თაობაზე, ასევე ჯერჯერობით არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია 2019 წლის 10 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის თაობაზე. შესაბამისად მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში არ განეხორციელებინა არსებითი კორექტირებები“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად ხვალ სესიაზე გავა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია კი პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრამდე უნდა შევიდეს.







ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს
access_time2020-05-30 17:00:54
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მასშტაბური ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. პანდემიის გამო, 2020 წლის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ახალი178 წევრიდან ნაწილმა დიდი სარგებელი ნახა. მათ შორის არიან: ლარი სიანდონ ჩენი ქონება: $4.5 მილიარდი ქვეყანა: ჩინეთი ლარი ჩენი GSX Techedu-ის დამფუძნებელი და...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...


მსგავსი სიახლეები

up