ირაკლი კოვზანაძე:  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაბეგვრის ნაწილში თითქმის შესრულებულია

ირაკლი კოვზანაძე: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაბეგვრის ნაწილში თითქმის შესრულებულია

access_time2020-07-10 15:06:22

„პარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ინტენსიურად მუშაობს, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურია, ფაქტიურად კომიტეტმა დაბეგვრის ნაწილში ვალდებულებები შეასრულა. ევროდირექტივებთან ჰარმონიზაცია კი ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ფინანსური მომსახურების, აუდიტის და საგადასახადო სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების 2020 წლის სამოქმედო გეგმის კომენტირებისას განაცხადა.


ირაკლი კოვზანაძის თქმით, საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივასთან დაახლოების მიზნით შემუშავებულ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, მესამე მოსმენით პარლამენტი მომავალ კვირას მიიღებს, ამით კი დაბეგვრის ნაწილში ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ფაქტიურად დასრულდება.


"საგადასახადო კოდექსში საკმაოდ კომპლექსური ცვლილებები განხორციელდა, რაც პირველ რიგში დღგ-ის მიმართულებას ეხება. ეს არის მნიშვნელოვანი პაკეტი, კომპლექსური, როგორც გადახდის გამარტივების კუთხით, ასევე - საკმაოდ ინვენტარიზებული დახასიათებაა დღგ-ის თვალსაზრისით“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


გარდა ამისა, როგორც კომიტეტის თავჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირში შესაბამის დირექტივებზე დაყრდნობით პარლამენტმა უკვე მიიღო მთავრობის მიერ ინიცირებული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში ცვლილება. რაც ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამჭვირვალობას და ამ პროცესისადმი ინვესტორის მაღალ ნდობას უზრუნველყოფს.


რაც შეეხება სხვა შესრულებულ ევროდირექტივებს: პარლამენტმა 2019 წლის საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.



ასევე, დირექტივასთან დაახლოების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის მაისში მიიღო კანონი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“. 2020 წლის 1 ივლისიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 5000-დან 15 000 ლარამდე გაიზარდა.


შესრულებულ ვალდებულებებშია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი საგადასახადო კუთხით: ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა გასული წლის 28 ივნისს მიიღო და 2019 წლის 1 სექტემბერიდან ამოქმედა.


„კოდექსით გათვალისწინებულია საქართველოში ევროკავშირის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვა, ამასთან შენარჩუნებულია ყველა მარტივი პროცედურა, რაც საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიან ადმინისტრირებას უკავშირდება“-აღნიშნა კოვზანაძემ.


ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2020 წლის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის და შესრულების ანგარიშები საფინანსო-საბიუჯეტო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა, გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ მოისმინეს და ცნობად მიიღეს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up