ირაკლი კოვზანაძე: „ესტონური მოდელის“ რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

ირაკლი კოვზანაძე: „ესტონური მოდელის“ რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს

access_time2019-01-24 11:03:39


საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის ხელმძღვანელს, ზინა ჰეერს შეხვდა.


შეხვედრაზე განიხილეს მოგების გადასახადით დაბეგვრის რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე (RIA) მუშაობის მიმდინარეობა, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ახორციელებს. აღნიშნული რეფორმა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ხორციელდება, რაც გულისხმობს გადავადებული მოგების გადასახადის სისტემაზე, ე.წ. „ესტონურ მოდელზე“ გადასვლას.



„ამ რეფორმის მიზანი იყო ქვეყანაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ბიზნესის წამოწყების, ასევე წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოსა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. რეფორმის შეფასებაზე მუშაობა ჩვენს კომიტეტში აქტიურად მიმდინარეობს. მოეწყო არაერთი შეხვედრა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩაიწერა ინტერვიუები და შეგროვდა მონაცემები. ვფიქრობ, დოკუმენტი გამოავლენს რეფორმის მიღწევებსა და გამოწვევებს. მადლობას გიხდით დახმარებისთვის, რომელიც GIZ-მა ამ კუთხით პარლამენტს გაუწია “, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.


„ესტონური მოდელის“ რეფორმის შეფასებაზე მუშაობა GIZ-თან, საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია PwC-სა და საერთაშორისო ეკონომიკურ სკოლასთან (ISET) თანამშრომლობით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო. დოკუმენტზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, რომელიც მოიცავდა ტრენინგებსა და შეხვედრებში მონაწილეობას, ასევე კვლევით პროცესებში აქტიურ ჩართულობას.






გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს
access_time2019-02-18 21:00:16
„ღირსება ეს არის მთავრი აქტივი, რაც ადამიანს გააჩნია. ვთვლი, რომ ორივე ღირსეულად გამოიყურებოდნენ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამართულ ბრიფინგს. ექპერტის თმით,  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებულები იყვნენ  მაინც  ღირსეული კომენტარი გააკეთეს. „ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ღირსეული კომენტარები იყო...

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს
access_time2019-02-18 18:45:13
საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. „ბევრი...

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ
access_time2019-02-18 18:00:01
„17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თი ბი სი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ,“ - ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, საქმე გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება სადაც, სებ-ითიბისი ბანკისგან...

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია
access_time2019-02-18 16:30:51
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს „საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2.1 მლნ ლარი, თუმცა აღნიშნულ პერიოდში „საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილია, მხოლოდ 1.36 მლნ ლარი. შესაბამისად „საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7...

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება
access_time2019-02-18 17:00:26
უნდა უყიდოს თუ არა ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up