ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის ქმედებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის ქმედებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო

access_time2019-12-13 14:10:25

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ე.წ. ძვირი ფულის პოლიტიკა ეროვნულ ბანკს შედარებით ადრე უნდა დაეწყო, თუმცა სექტემბრიდან ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, კერძოდ ლარის კურსმა დევალვაცია შეწყვიტა“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილეს. ინფორმაციას საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტი ავრცელებს.



ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველოში, 2018 წლიდან, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. „ჩვენნაირი მცირე, განვითარებადი და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის ეს ოპტიმალური ნიშნულია, რისკენაც უნდა ვიმოძრაოთ, მაგრამ ახლა რეალობა განსხვავებულია. სახეზე გვაქვს, მაღალი ინფლაცია - 11 თვის მონაცემებით 7% (თუმცა განსაკუთრებით მაღალია სურსათზე ფასების ზრდა). გარდა ამისა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან ლარი გაუფასურდა დაახლოებით 10%-ით და ზაფხულიდან უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ ვალუტის კურსის ცვლილება ფასების ზრდაზე მნიშვნელოვნად აისახა.“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. რაც შეეხება სექტემბრიდან ეროვნული ბანკის ქმედებებს, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 9%-მდე თანმიმდევრულმა აწევამ, უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური რეზერვების ნორმის შემცირებამ 30-დან 25%-მდე და დროულმა ინტერვენციებმა სავალუტო ბაზარზე გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, მაგრამ ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტებების გადაცემის არხების გათვალისწინებით სრული შედეგი ჯერ კიდევ წინაა.






მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up