ირაკლი კოვზანაძე: ბურთი დღეს ეროვნული ბანკის მოედანზეა

ირაკლი კოვზანაძე: ბურთი დღეს ეროვნული ბანკის მოედანზეა

access_time2018-01-20 17:00:13

კომერციული ბანკებისგან ე.წ. საბანკო ჰოლდინგების გამიჯვნა საკანონმდებლო დონეზე მოხდა. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა დაეკისრება, ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკე აღებულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად იმ "ჰოლდინგზე" თუ ფინანსურ ჯგუფზე, რომელთანაც დაკავშირებულია, აფილირებულია ესა თუ ის კომერციული ბანკი, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა

-ბატონო ირაკლი, ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე რა ეფექტს ელოდება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი? 

-ეს დიდი ხნის მუშაობის რეზულტატია, ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერას ველოდებოდით. როგორც კი ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, მეორე დღესვე გავაკეთე განცხადება. აღნიშნული კანონი ექვსი თვე მუშავდებოდა ჩვენს კომიტეტში და მას წინ მთელი რიგი ღონისძიებები უძღოდა. ჩვენ პროცესის - საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის გაძლიერების - დასრულება გვინდოდა, რომელიც კარგა ხანია მიმდინარეობს, რადგან ბიზნესისა და მოსახლეობის მხრიდან არაპროფილური აქტივების ფლობასთან, გარკვეულ სესხებთან და ფინანსებზე წვდომასთან დაკავშირებით, ყოველთვის ისმოდა პრეტენზიები

-ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილის განმარტებით, ბანკები ისე გაიზარდნენ, რომ მთელ ბაზარს ითვისებენ და სხვა ბიზნესებს განვითარების საშუალებას არ აძლევენ...

-ბატონი ლაშა აღნიშნულ სფეროში გამოცდილი ადამიანი, ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ვფიქრობ, რომ იგი თავის მოსაზრებებს ჩამოაყალიბებს და გავეცნობი რა სახის არის მისი წინადადება, მაგრამ ამ ეტაპზე აქ ამაზე არ იყო საუბარი და ვფიქრობ, რომ გარკვეული კვეთაც იქნება, თუმცა მე ჯერ გარკვეულწილად ჩამოყალიბებული მისი წინადადება არ მინახავს. აქ საუბარი იყო დაგროვილ პრობლემებზე, რომელიც ამ სექტორში არსებობს. 5-6 თვის მანძილზე აქტიურად ვიმუშავეთ და გვსურდა, ორი მიმართულება მოგვეცვა. ერთი - არაპროფილური აქტივების ფლობათა ზედამხედველობა და მეორე - საფინანსო სექტორის არასაბანკო ნაწილზე ზედამხედველობა. ასევე ზოგიერთი ბიზნესმენი აღნიშნავდა, რომ ბანკმა სესხი არ მისცა, მაგრამ მათი ბიზნესწინადადება მიითვისა და განავითარა. ჩვენ აღნიშნულ სამ მიმართულებაზე მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვიმუშავეთ. მე აღვნიშნე კიდეც, რომ კანონპროექტის დასრულება სკურპულოზური მუშაობის შედეგი იყო

-აღნიშნულ სამ მიმართულებაზე ამ ეტაპზე ყველაფერი მოიცავით? 

-იდეალური არაფერი არ არის, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს 2015 წელს, წინა ხელმძღვანელობის დროს გარკვეული განკარგულება ჰქონდა გამოცემული, რომელიც არაპროფილური აქტივების გამიჯვნას ითვალისწინებდა ბანკისგან. ეს მართლაც მოხდა, მაგრამ რეალურად ამ მიმართულებამ არ იმუშავა, რადგან თითქოს ბანკებისგან არაპროფილური აქტივები გაემიჯნა, მაგრამ ბანკებიც და არაპროფილური აქტივებიც ერთი ჰოლდინგის ქვეშ მოექცა. ჩვენმა კანონპროექტმა ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა, რომ ჰოლდინგში შემავალ ნებისმიერ სუბიექტზე ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოს და ზედამხედველობა განახორციელოს. ეს შესაძლოა სამედიცინო თუ სადაზღვევო ობიექტი იყოს, ასევე სასწავლებელი, სამშენებლო კომპანია და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პარლამენტმა ამ მიმართულებით ნაბიჯი გადადგა. ამ თვალსაზრისით, ეროვნულ ბანკს ფუნქციები გაუუმჯობესდა და ზედამხედველობის ყველა ბერკეტი მიეცა. ამ მიმართულებით ჩემთან უამრავი წერილი შემოდიოდა. აღნიშნული მიმართულება მთავრობის ინიციატივა იყო, რომლითაც ეროვნული ბანკიც დაინტერესებული იყო და ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ამ პროექტზე. 

-როგორ ფიქრობთ, დღეს ეროვნულ ბანკს აღნიშნული კანონის სრული ლეგიტიმაციის შემდეგ, სრული "კარტ-ბლანში“ აქვს? 

-ბურთი დღეს ეროვნული ბანკის მოედანზეა. რაც პარლამენტის ძალასა და ფუნქციებში იყო, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. სებმა პირველი კვარტლის განმავლობაში ყველანაირი პროცედურა უნდა გაიაროს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში აქტივები ექნება გამოსაცემი და ვფიქრობ, ისინი ამას გააკეთებენ. 

-აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, კომერციულ სექტორთან თუ გქონდათ კონსულტაციები? 

-რა თქმა უნდა, ეს სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა. აქ საბანკო ასოციაციასთან ერთად, ყველა იყო ჩართული, ვინც ამ სექტორთან შეხებაშია. მეორე მიმართულება, რაზეც ზედამხედველობის გაძლიერება დავავალეთ ეროვნულ ბანკს და პასუხისმგებლობა მან აიღო, ეს არის მიკროსაფინანსო სექტორი და საფინანსო სექტორის არასაბანკო ნაწილი, ანუ ყველა ის სუბიექტი, რომელიც მოსახლეობისგან ფულადი რესურსების მოზიდვას იყენებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით სებს მანამდეც ჰქონდა ინფორმაცია, ახლა მას უკვე ვალდებულება აქვს მიკროსაფინანსოებს თითქმის იგივე ტიპის ზედამხედველობა გაუწიოს, როგორც კომერციულ ბანკებს. ჩვენ გარკვეული ინფორმაციები გვქონდა, რომ პრობლემები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებშიც არის. ამ თვალსაზრისით მიკროსაფინანსოებზე ზედამხედველობა მკაცრდება. მეორე სექტორი, რომელზეც ზედამხედველობა დაეკისრა ეროვნულ ბანკს და მანამდე არასდროს განუხორციელებია, არის მაგალითად, საფინანსო კომპანია ’’საქართველო“, სადაც ეს პრობლემა დადგა ამ მოქალაქეებს მოვლა ჭირდება. თუ დავაკვირდებით, ეროვნული ბანკი განცხადებებს სისტემატურად აკეთებს, საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ამ ტიპის ორგანიზაციებთან ურთიერთობას გაუფრთხილდნენ. სებს აქამდე ბერკეტი არ ქონდა. ეროვნულ ბანკს უკვე შეუძლია ასეთი ტიპის ორგანიზაციებს პასუხი მოთხოვოს, ზედამხედველობა განახორციელოს, ფუნქციები შეუზღუდოს და ა.შ 

-სებმა სავალუტო ჯიხურების მუშაობის შესწავლა გააძლიერა, ეს აღნიშნული კანონის ნაწილია? 

-სავალუტო ჯიხურებზე ასეთი ტიპის ზედამხედველობა არ ხორციელდება, თუმცა აქ ეროვნულ ბანკს აქამდე ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საკითხები ჰქონდა, ახლა კი დახურვასთან, ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული და სხვადასხვა ტიპის ზედამხედველობის თემებია, მას აქაც გაუფართოვდა წრე.


"ბიზნესპრესნიუსი"




სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა

სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები 12.07%-ით გაიზარდა
access_time2019-11-15 13:45:46
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.07%-ით გაიზარდა. კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 65, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 58 ფაქტი დაფიქსირდა. ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ ცხრა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით...

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“

„მომავალი წელი საარჩევნო წელია და ბიზნესის განვითარება ბუნებრივად შენელდება“
access_time2019-11-15 12:30:06
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძე ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევებზე ისაუბრა. „ჩვენ ვართ მცირედ დოლარიზებული ეკონომიკა და ვართ დამოკიდებული ლარის კურსზე. ლარის კურსის ცვლილების ადაპტირება ფასში ვერ ხდება, დროში ჭიანურდება  ეს პროცესი და კომპანიები ზარალდებიან, ისინი ვერ ახდენენ კურსის ზუსტ ფასში ასახვას და იმ ზარალის კომპენსირებას რაც აქვთ. დევალვაციის მიზეზი იყო საგარეო შოკი, თუმცა...

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად იყიდა

ქართლის ქარის ელექტროსადგური სს „საქართველოს კაპიტალმა“ 14,4 მილიონ დოლარად  იყიდა
access_time2019-11-15 11:30:16
ქართლის ქარის ელექტროსადგური 14.4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ელექტროსადგურის მყიდველი „საქართველოს ქარის კომპანიაა”, რომლის მესაკუთრე სს „საქართველოს კაპიტალია”.ობიექტის საწყისი ფასი 14.25 მილიონი დოლარი იყო. საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ” გამოაცხადეს.  გამარჯვებულ კომპანიასთან 10 დღის ვადაში გაფორმდება წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება, წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40...

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...


მსგავსი სიახლეები

up