ირაკლი კოვზანაძე: „არის სეგმენტები,სადაც ეროვნული ბანკის რეგულაციები უნდა შერბილდეს“

ირაკლი კოვზანაძე: „არის სეგმენტები,სადაც ეროვნული ბანკის რეგულაციები უნდა შერბილდეს“

access_time2019-11-01 12:00:01

გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, არის სეგმენტები,სადაც ეროვნული ბანკის რეგულაციები უნდა შერბილდეს.


„ცენტრალური ბანკი არის ის სტრუქტურა,რომელსაც გააჩნია ბერკეტები მოქმედებისთვის. მან თავისი ინსტრუმენტების ამუშავება დაიწყო, მოზიდულ რესურსზე შეამცირა განაკვეთი და 30%-დან 25%-მდე ჩამოიყვანა. რამაც სერიოზული რესურსი გამოათავისუფლა, მითუმეტეს სადოლარე ნაშთებზე. კომერციულ ბანკებს 700 მილიონი დოლარი შიდა რესურსი გამოუთავისუფლდა. ეს ის რესურსია,რომელიც კომერციულ ბანკებს აძლევს საშუალებას, დაიკმაყოფილონ შიდა ვალდებულებები შიდა რესურსით და არ გავიდნენ სავალუტო ბაზარზე“-აცხადებს კოვზანაძე.

 

მისივე მტკიცებით, ეროვნული ბანკი თვლის,რომ ივნისის თვის შემდეგ, რთული პერიოდი უდგას და იყენებს ამ ინსტრუმენტებს. მან ასევე შეამცირა ჩვენი რეზერვები,რომელიც 3 მილიარდ ნახევრამდე იყო.


 

„რაც შეეხება, რეგულაციებს,რომლებიც ჭარბვალიანობის საკითხებს ეხებოდა. სესხის გაცემა აუცილებელია იმ პირობებით,რომ პირველ რიგში, ფიზიკურ პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაფაროს სესხი შემოსავლით და არ უნდა იყოს აუცილებლობა იმისა,რომ უკანასკნელი საცხოვრებელი გაყიდოს. თუმცა ვფიქრობ,რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კონკრეტულ სეგმენტებში ელასტიურობა უნდა დაშვებულიყო. მაგალითად, დეველოპერებთან. შესაძლებელი იყო,რომ იქ ცენტრალური ბანკის რეგულაციები შესუსტებულიყო.  ამ სეგმენტში, ფიზიკური თუ იურიდიული პირები დიდი რისკების წარმოქმნას ვერ შეძლებდნენ. ვფიქრობ,რომ ამ სექტორში რეგულაციები უნდა შერბილდეს,“ - ამბობს ირაკლი კოვზანაძე.


ნათია კეკენაძე 





რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება

Le Figaro: 2020 წელი ვირტუალური მოდის წელი გახდება
access_time2020-07-12 16:00:51
  8 ივნისს  Chanel-მა თავისი თაყვანისმცემლებს ხმელთაშუა ზღვაში გასეირნება შესთავაზა. კრუიზში მონაწილეობა მარტივად, ყოველგვარი დანახარჯების და ავიაგადაფრენების გარეშე იყო შესაძლებელი - საჭირო იყო მხოლოდ ღილაკ chanel.com-ზე დაჭერა.   22 ივლისს მოდების სახლი Dior ასევე კრუიზს იტალიის სანაპიროსთან მოაწყობს - მაყურებლების გარეშე, დახურული კარების მიღმა. ღონისძიების ნახვა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი.   მსგავსი გზით სხვა...

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...


მსგავსი სიახლეები

up