ირაკლი კოვზანაძე - 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესები

ირაკლი კოვზანაძე - 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესები

access_time2019-09-21 13:59:47

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გამოთქვას თავისი მოსაზრება.

„ბიუჯეტი არის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც სახელმწიფო ახორციელებს ყველა პროგრამას და პროექტს. ჩვენ ერთ კვირაში, პირველი ოქტომბრისთვის მივიღებთ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. პროექტი იქნება სოციალურად ორიენტირებული, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესები. ხელისუფლების ყველა რგოლის წარმომადგენლები: საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გააგრძელებენ შეხვედრებს მოქალაქეებთან რეგიონებში, რათა მათი ინტერესები გაითვალისწინებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში. ჩვენ გვექნება რამდენიმე მოსმენა კომიტეტის სხდომებსა და პლენარული სხდომებზე, სადაც პროექტი რამდენიმეჯერ გადამუშავდება და სადაც ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება. ეს იქნება სახალხო განხილვა. დეკემბრის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ პროექტი მივიღოთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.






ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI
access_time2020-07-09 13:30:02
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. „ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო...

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia

კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან - World Class Georgia
access_time2020-07-09 11:30:37
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის...


მსგავსი სიახლეები

up