ირაკლი კოვზანაძე: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში   დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა,  საერთაშორისო სტანდარტებს  შეესაბამება

ირაკლი კოვზანაძე: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება

access_time2019-10-16 16:11:39

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილები განიხილეს. დეპუტატებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ირაკლი კოვზანაძემ შემაჯამებელ გამოსვლაში მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა და თქვა რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.


„კანონპროექტით 2019 წელს მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი, შენარჩუნებულია 4.5%-ის დონეზე, დეფიციტი ნარჩუნდება მშპ-ის 2.6%-ის ფარგლებში, მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში შეადგენს 44.3%. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ორივე ეს პარამეტრი, ანუ დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, შესაბამისობაშია როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან“-განაცხადა კოვზანაძემ.


შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მლნ ლარით და 12 956.5 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გადასახდელები - 223.1 მლნ ლარით და აღწევს 13 313.1 მლნ ლარს. დაფინანსება ეზრდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - 131 მლნ. ლარით;საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 10 მლნ ლარით;საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - 25 მლნ ლარით;საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები იზრდება 130.0 მლნ ლარით;ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებული ტრანსფერი იზრდება 100.0 მლნ ლარით.



„კომერსანტი“




„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up