ირაკლი კოვზანაძე: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების  გეგმა 101.7%-ით შესრულდა

ირაკლი კოვზანაძე: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების გეგმა 101.7%-ით შესრულდა

access_time2019-11-04 18:16:32

„2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის მონაცემებით, შემოსულობების გეგმა 101.7%-ით შესრულდა. 9 თვეში 154 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა, ვიდრე დაგეგმილი იყო, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი 322, 5 მილიონითაა გაზრდილი“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა სამინისტროს მიერ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის გეგმის შესრულების მაჩვენებლები წარადგინა. ამის შესახებ „კომერსანტს“ საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტიდან აცნობეს.


ირაკლი კოვზანაძის თქმით, აღნიშნულ პერიოდში გადასახადებიდან დაგეგმილზე 85 მილიონი ლარით მეტი შემოვიდა. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, როგორც კოვზანაძემ აღნიშნა, შესრულების მაჩვენებელი თითქმის 100 %-ია.



მთავრობამ პარლამენტს 2019 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მაჩვენებლები წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის განმავლობაში შემოსულობები 9 043,1 მლნ ლარია, რაც დაგეგმილზე 154,1 მილიონით მეტია. მათ შორის, გადაჭარბებით, 101,2%-ით შესრულებულია გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების გეგმა. შემოსულია 7 177,3 მლნ ლარამდე, რაც გეგმაზე 85,7 მილიონით მეტია. 9 თვეში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 9 მილიარდ 343 მილიონ 500 ათასი ლარი. 9 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ხვალიდან იწყება.









„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის დაუფიქრებელი“ - 4 მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი

„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის დაუფიქრებელი“ - 4 მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს ჯანდაცვა მომგებიანი ბიზნესი
access_time2019-12-12 10:00:40
„ეკატერინე ტიკარაძის განცხადება არის მინიმუმ დაუფიქრებელი, მე არ მესმის მინისტრი სიღრმისეულად რას გულისხმობდა, მაგრამ რასაც არ უნდა გულისხმობდეს, შეუძლებელია  საბაზრო ეკონომიკის პირობებში ესეთი რაღაც თქვა“, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი“ რამაზ გერლიანი. როგორც ცნობილია, ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი ბიზნესი....

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...


მსგავსი სიახლეები

up