ირაკლი კოვზანაძე - 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება

ირაკლი კოვზანაძე - 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება

access_time2018-05-21 16:45:26


 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის  მიმოხილვა დაასრულა.



ფინანსთა მინისტრის მოადგილის,  გიორგი კაკაურიძის, განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალია, ვიდრე მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტით იყო დაგეგმილი.


 


„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5%-ს გადააჭარბა, ინფლაცია კი მიზნობრივ ნიშნულზე ქვევითაა და შეადგენს 2,8%-ს,  რაც მისასალმებელია. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, ნაერთი ბიუჯეტის შესრულების დადებითი მაჩვენებელი გვაქვს, როგორც შემოსულობების, ისე ხარჯვით ნაწილში. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების  მაჩვენებელია 104,4% და დამატებით მობილიზებულია  102 მლნ ლარი, ხოლო ხარჯვით ნაწილში  მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული ხარჯების ათვისება, რომელიც  87,7 მლნ ლარით მეტია, ვიდრე წინა წლის პირველ კვარტალში. ამავე დროს,  სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამური ხარჯვითი ნაწილის შესრულება 93,9 %-ია, რაც საერთაშორისო დონეზე ბიუჯეტის ნამდვილად კარგ შესრულებად ითვლება“, -განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.


 

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, თავის მხრივ. დადებითად შეაფასა ფინანსთა სამინისტროს წარმოდგენილი მონაცემები სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ.  როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 213 მლნ ლარის  გადაჭარბებით შესრულდა, თუმცა, შემდეგ ეს ციფრი დაზუსტდა და 221 მლნ ლარით განისაზღვრა. ამასთანავე, მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლების კუთხით, სახელმწიფო ბიუჯეტში, დამატებით მობილიზდა 144 მლნ ლარი.

 

„საქართველოს ეკონომიკაში ყველა მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება- მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გაცილებით მაღალია, ვიდრე 2018 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებდა, ბოლო 2 წელიწადია,  ექსპორტი იმპორტთან შედარებით, წინმსწრები ტემპით იზრდება, შემოსავლები ტურიზმიდან  ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. სახელმწიფო ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც დღეს კომიტეტმა განიხილა, მიუთითებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა  სწორი მიმართულებით ხორციელდება “, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.  

 





მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up