ირაკლი კობახიძე: ხვალ გაიმარჯვებს ქართული ოცნება,  ქართველი ხალხი და  საქართველო

ირაკლი კობახიძე: ხვალ გაიმარჯვებს ქართული ოცნება, ქართველი ხალხი და საქართველო

access_time2020-10-30 22:50:04

„მინდა წარმატება ვუსურვო ლევან კობიაშვილს, გამორჩეულად ღირსეულ ადამიანს. მას აშორებს ერთი ნაბიჯი გამარჯვებამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ის პირველსავე ტურში მოიგებს ამ არჩევნებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების" შემაჯამებელ შეხვედრაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.



მისი თქმით, ასევე წინ გველოდება ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება, რასაც ჰქვია საფეხბურთო ოცნების ახდენა. „ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობა. იმაში, რომ ამ ოცნებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ლევან კობიაშვილის დიდი დამსახურებაა, რისთვისაც მას მადლობა უნდა გადავუხადოთ.




დღეს სრულდება ხანგრძლივი და ემოციებით აღსავსე საარჩევნო კამპანია. ამ კამპანიის მსვლელობისას ჩვენ მოვიარეთ საქართველოს თითოეული კუთხე. საზოგადოებას წარვუდგინეთ ღირსეული და გამორჩეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. წარვადგინეთ გამოცდილი და განახლებული საპარლამენტო გუნდი. ამომრჩეველს გავაცანით ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ჩვენი ხედვა ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით. გასული 2 თვის მანძილზე ჩვენი პარტიის ლიდერები ესტუმრნენ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს, მაჟორიტარობის კანდიდატები ესტუმრნენ თითოეულ ქალაქს, უბანსა და სოფელს, მოისმინეს უამრავი ადამიანის საფიქრალი და საწუხარი. საარჩევნო კამპანიამ ჩვენ მოგვცა ხალხთან , ადამიანებთან კიდევ უფრო დაახლოების შესაძლებლობა, რაც გარწმუნებთ, რომ ჩვენი საქმიანობის კიდევ უფრო მეტად დახვეწის საფუძველი გახდება. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის სახელით მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრსა და მხარდამჭერს, ახალგაზრდული ორგანიზაციის თითოეულ წევრს კამპანიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. ხვალიდნელი დღე არის „ქართული ოცნებისა“ და ქართველი ხალხის მორიგი გამარჯვების დღე. ამ დღეს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს სიყალბესა და ბოროტებას, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეკლესიურ პოლიტიკურ ძალას. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, მხარს დაუჭერს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც უყვარს სამშობლო; რომელიც სათანადო პატივს მიაგებს ეკლესიას; რომლისთვისაც უზენაესი ღირებულებაა ადამიანი, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა, პოლიტიკური, მსოფლმხედველობრივი თუ პირადი შეხედულებებისა. ამ დღეს ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ქვეყნის განვითარების მკაფიო ხედვა, რომელსაც ჰყავს ძლიერი ლიდერები, გამოცდილი და თვისებრივად განახლებული პოლიტიკური გუნდი. ხვალ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, ხვალ გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, ხვალ გაიმარჯვებს საქართველო“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.








საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა
access_time2020-11-28 20:00:00
Amazon-ის დამაარსებელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბუნებაზე ზრუნვა გადაწყვიტა და საქველმოქმედო ეკოლოგიური ფონდი Bezos Earth Fund შექმნა. ნოემბერში ფონდმა 16 ეკოლოგიური ორგანიზაცია უკვე შეარჩია, ისინი მისგან ჯამურად 1 მლრდ. დოლარს მიიღებენ. თუმცა, ამ ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ძირითადად ეკოლოგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ბეზოსისგან არაფერი მიუღიათ. მილიარდერს 3 მიმართულებით აკრიტიკებენ: ...


მსგავსი სიახლეები

up