ირაკლი კობახიძე – „წარმატება მინდა ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს და მთლიანად მის სამთავრობო გუნდს“

ირაკლი კობახიძე – „წარმატება მინდა ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს და მთლიანად მის სამთავრობო გუნდს“

access_time2021-02-22 22:04:16

„მოგესალმებით კოლეგებო, დიდხანს არ შეგაწყენთ თავს. მინდა, პირველ რიგში ორიოდე სიტყვა გითხრათ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი 2012 წლის დემოკრატიულ გარდატეხაში. მიუხედავად უმძიმესი რეპრესიებისა, რომელიც უშუალოდ მის ოჯახსაც შეეხო, ირაკლი ღარიბაშვილმა მიატოვა ძალიან წარმატებული კარიერა კერძო სექტორში და 2012 წელს დადგა ქვეყნის სამსახურში“ – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წელს გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მან ჩაიბარა წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი უმძიმესი, პოლიტიზებული სისტემა, რაც ყველას გვახსოვს, რომლის მაღალჩინოსნები უშუალოდ იყვნენ ჩართული რეჟიმის დანაშაულებრივ საქმიანობაში. ბევრს ძნელად თუ წარმოედგინა, რომ ამ სიტემის გარდაქმნა შესაძლებელი იყო სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ეს ჩანდა შეუძლებელი, თუმცა, ეს შეძლო ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც სწორედ რომ ფუნდამენტურად გარდაქმნა ეს სისტემა, პოლიციაში განამტკიცა ჰუმანიზმის პრინციპები და პოლიცია ჩააყენა ქვეყნისა და ხალხის სამსახურში.

2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ რთულ პერიოდში გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამ პოსტზე მან გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რისი კულმინაციაც იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა.

დღემდე ირაკლი ღარიბაშვილი მოღვაწეობდა თავდაცვის სამინისტროში, სადაც მან ასევე გაატარა ფუნდამენტური უმნიშვნელოვანესი რეფორმები ქართული ჯარის გასაძლიერებლად და იმისთვის, რომ საქართველო უფრო მეტად დაახლოებოდა ნატოს.

ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული ყველგან, სადაც ის დღემდე მოღვაწეობდა. ამას აქვს თავისი ძალიან მყარი და ლოგიკური საფუძველი


- პირველი - ეს არის განათლება და პროფესიონალიზმი;

- მეორე - ეს არის პრინციპულობა - ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან კარგად ესმის და მან ძალიან კარგად იცის სახელმწიფოს, სამართლის, კანონის და ღირსების ფასი;

- და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მესამე - ეს არის პატრიოტიზმი: ირაკლი ღარიბაშვილს უყვარს თავისი სამშობლო და მას უყვარს თავისი ხალხი.

ეს ყველაფერი გვიქმნის ჩვენ ყველას მყარ რწმენას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი. როგორც უკვე აღვნიშნე, მან მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და სიმბოლურია, რომ 2024 წელს სწორედ ის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარადგენს ჩვენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე.

წარმატება მინდა ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს და მთლიანად მის სამთავრობო გუნდს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up