ჩვენ გვაქვს წარდგენილი შეთავაზება, ველოდებით პასუხს და ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული რა სახით გაგრძელდება კონსულტაციები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობა ოპოზიციისგან ოფიციალურ პასუხს ელოდება.
„პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა, რა თქმა უნდა, ემოციურ ფონზე. თუმცა, რაც შეეხება პასუხს, ჩვენ ეს პასუხი არ მიგვიღია. დაველოდოთ. როცა გამოვაცხადეთ პროპორციული არჩევნების თაობაზე, ისინი მაშინაც გარეთ იდგნენ, ეს არაფრის ინდიკატორი არაა. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ შემოვიღებდით პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მაგრამ ისინი თვეების განმავლობაში, მაინც იდგენენ გარეთ. ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელსაც დესტრუქციული დღის წესრიგი აქვს. შესაბამისად, რაც არ უნდა გააკეთო, აუცილებლად დარჩებიან ქუჩაში. ჩვენი ამოცანაა თუნდაც ასეთ დესტრუქციულ ძალასთან მოვახდნოთ შეთანხმება საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით- განაცხადა კობახიძემ.
IPN.GE