მეგის ქარდავა თავისით არაფერს აკეთებდა. მთავარი შემკვეთები ბუნებრივია, იყვნენ სააკაშვილი, უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვები - იმედია, თავისი ფეხით ჩამობრძანდება მიხეილ სააკაშვილი და გაუდგება იმ გზას, რომელსაც მეგის ქარდავა გავუყენეთ“,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მეგის ქარდავას ექსტრადაცია.
ოპოზიციის მტკიცებას, რომ მეგის ქარდავას ექსტრადიცია წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, კობახიძე აბსურდს უწოდებს და განმარტავს, რომ უკრაინის ხელისუფლება ქართულ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული არ არის.
“ამ შემთხვევაში შედგა გარკვეული შეხვედრები, იყო კომუნიკაცია, თანამშრომლობა მეგობარ სახელმწიფოსთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან და ამის საფუძველზე, სამართლებრივი პროცედურების მიხედვით განხორციელდა იმ პირის ექსტრადირება საქართველოში, რომელიც არის ბრალდებული და მსჯავრდებული უამრავ უმძიმეს დანაშაულში. მე მგონია, რომ ეს არ არის საკმარისი. მთავარია, საბოლოო ჯამში, პასუხი აგონ მთავარმა დამნაშვეებმა, ესენი არიან შემკვეთები. მეგის ქარდავა თავისით არაფერს აკეთებდა. მთავარი შემკვეთები, ბუნებრივია, იყვნენ სააკაშვილი, უგულავა, ადეიშვილი, მერაბიშვილი და სხვები. რა თქმა უნდა, მთავარია მათი პასუხისმგებლობა. იმედია, თავისი ფეხით ჩამობრძანდება მიხეილ სააკაშვილი და გაუდგება იმ გზას, რომელსაც მეგის ქარდავა გავუყენეთ“,- აღნიშნავს კობახიძე.
შეგახსენებთ, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადაცია გუშინ მოხდა.