Unicef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი

Unicef-ი: 2017 წელს მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს - ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი

access_time2018-09-25 21:27:42

 

Unicef-ის კვლევის მიხევდით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მქონე პენსიონერთა და ბავშვთა რაოდენობა გაზრდილია. კერძოდ,  2013 წელს საქართველოში მოსახლეობის 3.9 % ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში, 2015 წელს კი მათი რაოდეონა შემცირდა. მაჩვენებელმა 2.1 % შეადგინა, თუმცა 2017 წელს უკვე მოსახლეობის 5 % აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს.

ამ თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რექაცია“ აღნიშნა: 


„მნიშვნელოვანია რა არის საერთო მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით 28 %-დან რიცხვი 21 %-მდეა შემცირებული. ეს არის საერთო სურათი. ნეგატიური ტენდენცია 2014 წელთან შედარებით დღეს გამოწვეულია ლარის კურსის ვარდნით. კურსის ვარდნა კი საქართველოს მეზობელ ყველა ქვეყნებშიც დაფიქსირდა. უფრო მეტი იყო დევალვაცია თურქეთსა და აზერბაიჯანში.  ოდნავ ნაკლები გახლდათ სომხეთში და ამას ემატება ბელარუსია, მოლდოვა, უკრაინა, რუსეთი. 


 

საქართველოში 100 ათასობით ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ამის ნულამდე დაყვანას სჭირდება, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4500 აშშ. დოლარიდან დაახლოებით 10 ათას აშშ. დოლარამდე გაიზარდოს . ყველაზე წარმატებულ ეკონომიკური პირობებშიც კი აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ 8-10 წლის განმავლობაში. მთავარია საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივი წინსვლა და ჩვენი მთავარი გამოწვევაც ზუსტად ეს არის - 100 ათასობით ადამიანი ამოვიყვანოთ სიღარიბიდან.

 რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, შარშან გვქონდა 5% მაჩვენებელი , რაც რეგიონში იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ციფრი და წელს ეს მაჩვენებლიც დაწინაურებულია. დაახლოებით 5.5. %-იანი ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი. სიღარიბე საქართველოში 8-10 წელიწადში დაძლეული იქნება“,- განმარტავს კობახიძე.






ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება

ინაუგურაციას სხვა ქვეყნების მეთაურებიდან მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი დაესწრება
access_time2018-12-14 21:10:31
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ის უცხოელი სტუმრები დაასახელა, რომლებიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენეტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, აზერბაიჯანის...

“ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული

 “ВТБ Украина”-ს აქტივების ყიდვით უკრაინის უმდიდრესი ადამიანია დაინტერესებული
access_time2018-12-14 19:00:20
ნოემბრის ბოლოს უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რუსული ბანკის „ВТБ“-ის ადგილობრივი შვილობილი კომპანია  „ВТБ Украина“ გაკოტრებულად გამოაცხადა.  ანაბრების დაზღვევის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უკვე დასრულდა გაკოტრებული ბანკის აქტივების და ვალდებულების გადაცემაზე  განაცხადების მიღება. ამჟამად ВТБ Украина-ს შეძენისთვის იბრძვის 3 უმსხვილესი უკრაინული ფინანსური ინსტიტუტი - წერს რუსული გამოცემა kommersant.ru „ფონდა უარი...

ს.ს მისო „კრისტალი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელია

ს.ს მისო „კრისტალი“  საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის  კონკურსის  ‘Meliora 2018’- ის  გრან პრის  მფლობელია
access_time2018-12-14 17:08:50
საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში ‘Meliora 2018’- ის გრან პრის მფლობელი ს.ს მისო „კრისტალი“ გახდა. კომპანიას ჯილდო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილემ, კარლო ნატალემ გადასცა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტები 13 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა. კონკურსში მონაწილეობას 91 კომპანია იღებდა, ფინალურ ეტაპზე კი 41 კომპანია მათ მიერ განხორციელებული 76 პროექტით გადავიდა....

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში

„არდი დაზღევევა“ ახლა უკვე გორში
access_time2018-12-14 16:00:32
„არდი დაზღვევა“ ქსელის გაფართოებას გორში დაზღვევის სახლის გახსნით განაგრძობს. როგორც ცნობილია, GAZELLE FINANCE GEORGIA-მ სადაზღვევო კომპანია „არდიში” ინვესტიცია განახორციელა. სწორედ ამან დააჩქარა საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოების პროცესი. ქუთაისის სერვის ცენტრის განახლების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიამ გორში პირველი ფილიალი გახსნა. ამიერიდან, გორელები შეძლებენ მიიღონ სრული სადაზღვევო მომსახურება ერთ, კომფორტულ სივრცეში. „არდის“...

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში

TI - კ2 კოეფიციენტის მატების შესაძლებლობა კორუფციის რისკებს ზრდის - რა ხდება სამშენებლო ბიზნესში
access_time2018-12-14 14:30:00
სამშენებლო სექტორში მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის საწარმოები მრავლად არის წარმოდგენილი, მონოპოლიური ან ოლიგოპოლიური მდგომარეობა არ შეინიშნება. ბაზარზე 43 მსხვილი, 281 საშუალო და 6 620 მცირე ზომის აქტიური საწარმოა. თუმცა, მსხვილ საწარმოებში შრომის ანაზღაურება 2-ჯერ მეტია, ვიდრე მცირე საწარმოებში, როცა დასაქმებულთა 43% მცირე საწარმოებზე მოდის, — ასეთია  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შეფასება მშენებლობის სექტორში ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე...


მსგავსი სიახლეები

up