ირაკლი კობახიძე – „სამწუხაროდ, პრევენციული ზომების მიუხედავად, რადიკალურმა ოპოზიციამ რამდენიმე შემთხვევაში მაინც მოახერხა პროვოკაციების ინციდენტებში გადაზრდა“

ირაკლი კობახიძე – „სამწუხაროდ, პრევენციული ზომების მიუხედავად, რადიკალურმა ოპოზიციამ რამდენიმე შემთხვევაში მაინც მოახერხა პროვოკაციების ინციდენტებში გადაზრდა“

access_time2020-09-30 16:27:00

„პარტიისა და საარჩევნო შტაბის სახელით, გვინდა გამოვხატოთ შეშფოთება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი პროვოკაციებისა და ინციდენტების გამო. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც მათ ვესაუბრებოდით სიფრთხილის აუცილებლობაზე“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე, ისინი აუცილებლად შეეცდებოდნენ პროვოკაციების მოწყობას. ამის თაობაზე ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს აქტივისტებსაც, მოვუწოდებდით მათ და ახლაც ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ, არ აყვნენ უმძიმეს პროვოკაციებსაც კი. ამგვარი გაფრთხილებებით ჩვენ შევძელით არაერთი ინციდენტის თავიდან არიდება სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. სამწუხაროდ, პრევენციული ზომების მიუხედავად, რადიკალურმა ოპოზიციამ რამდენიმე შემთხვევაში მაინც მოახერხა პროვოკაციების ინციდენტებში გადაზრდა.


დღეს, ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ უმძიმეს პროვოკაციას, როდესაც კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენი მარნეულის შტაბის წევრს, თემურ შუბითიძეს და მიაყენეს მას, თბილისში მძიმე ფიზიკური დაზიანებები. თითოეულმა თავდამსხმელმა უნდა იცოდეს, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.


გვინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით ახლაც გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ.



ესენი არიან პირველ რიგში ნიკანორ მელია და აკმამედ იმამკულიევი, რომელთა შესრულებით ჩვენ გასული წლების განმავლობაში არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაცია ვიხილეთ.



მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ „ქართული ოცნებიდან" მისი ჩამოშორებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.


აშკარაა, რომ პროვოკაციების მოწყობა, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობისთვის ხელის შეშლა თანდათანობით რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად იქცევა.


ისინი კვლავაც იმოქმედებენ იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც 2012 წელს ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდნენ.ჩვენი მთავარი ამოცანა თავისუფალი, თანასწორი და მშვიდი არჩევნების ჩატარებაა.


არაერთგზის გვითქვამს და ერთხელაც გავიმეორებთ, თუ არ იქნება პროვოკაციები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არჩევნები წარიმართება ზუსტად ისეთივე მშვიდ გარემოში, როგორც წარიმართებოდა გასული რამდენიმე თვის მანძილზე.


კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აყვნენ რადიკალური ოპოზიციის უმძიმეს პროვოკაციებსაც კი.


სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ ყველა ზომა ინციდენტების აღსაკვეთად და მომხდარ ინციდენტებზე რეაგირებისათვის. არცერთი სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, განურჩევლად იმისა, თუ ვინ ჩაიდინა ეს სამართალდარღვევა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up