ირაკლი კობახიძე - საარჩევნო კოდექსში ყველა საჭირო ცვლილება უკვე ასახულია და აღარ შეიცვლება, თემა დახურულია

ირაკლი კობახიძე - საარჩევნო კოდექსში ყველა საჭირო ცვლილება უკვე ასახულია და აღარ შეიცვლება, თემა დახურულია

access_time2020-07-06 22:00:21

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ყველა საჭირო ცვლილება უკვე ასახულია და ის აღარ გადაიხედება.

 

კობახიძე დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს და ბიულეტენების გადათვლის ეფექტიანი მექანიზმი შემუშავდეს.

 

კობახიძის განმარტებით, ხმების გადათვლის პრობლემა არც ახლა არსებობს.

 


„ყველა საკითხი განვიხილეთ. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უკვე მიღებულია. შესაბამისად, თემა დახურულია. რაც შეეხება გადათვლას, შემიძლია, წარმოგიდგინოთ სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო უბნებში ხმების გადათვლა ხდება ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, შვიდჯერ და ათჯერაც კი.

 

მაგალითად, არის სამი უბანი, სადაც 2018 წელს ათჯერ მოხდა გადათვლა. გადათვლის პრობლემა უბნებზე არ არის. აქედან გამომდინარე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია. ყველა საჭირო ცვლილება უკვე ასახულია საარჩევნო კანონმდებლობაში, რა თქმა უნდა, აღარ შეიცვლება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

პირველი არხი





მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს
access_time2020-08-14 11:00:51
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიესალმებიან მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის პროექტის ინიციირებას და მას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული: „უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიული წრეები, ბიზნესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ დღეს მოქმედი, სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი კანონი მოძველებულია. შესაბამისად,...

გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან

გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან
access_time2020-08-14 10:00:13
გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას მიიყვანა. „კომერსანტთან“ საუბრისას ღვინის მაღაზია „ალაზანის“ დირექტორმა გიორგი ნადირაშვილმა გაყიდვების 80%-იან კლებაზე ისაუბრა. „გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირებული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ახალი გახსნილები ვიყავით, მაღაზია საკუთარი თავის...

„ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგებიდან 3-ჯერ გაიზარდა

„ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგებიდან 3-ჯერ გაიზარდა
access_time2020-08-14 11:10:12
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, სს „ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 26,481,681 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში კი 8,063,569 ლარი. 2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ბაზისბანკის“ ზარალმა -12,888,958 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკი...

20th Century Fox არსებობას წყვეტს

20th Century Fox არსებობას წყვეტს
access_time2020-08-13 18:40:33
გართობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი 20th Century Fox ოფიციალურად აღარ არსებობს. როგორც Disney-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი მათი ერთ-ერთი სატელევიზიო სტუდიის, 20th Century Fox Television-ის რებრენდინგს იწყებენ. ახალი სახელი კი Fox-ისა და Century-ს გარეშე დარჩენილი 20th Television-ი იქნება. Disney-მ, რომელმაც გასულ წელს Fox-ის აქტივების შესაძენად $71 მილიარდიანი შეთანხმებები გააუქმა, ჯერ კიდევ იანვარში Fox-ის სახელის გამოყენებაზე უარი თქვა...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-13 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წელს დაახლოებით 55 ათასი ტონა თხილის მოსავალი იქნება, რაც ქვეყანას ნახევარი მილიარდის შემოსავალს მოუტანს - გიორგი თოდუა წელს თხილის ჩასაბარებელი ფასი სავარაუდოდ 4 ლარიდან 4,5 ლარამდე იქნება, ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს თხილის...


მსგავსი სიახლეები

up