ირაკლი კობახიძე - ოპოზიციონერების კომიტეტების თავმჯდომარეებად არჩევა კარგი პრაქტიკაა, მოსაწონიც

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციონერების კომიტეტების თავმჯდომარეებად არჩევა კარგი პრაქტიკაა, მოსაწონიც

access_time2021-03-31 13:30:00

ოპოზიციონერების კომიტეტების თავმჯდომარეებად არჩევა კარგი პრაქტიკაა, მოსაწონიც, გვინდოდა დამატებითი მსჯელობის გაგრძელება თუ რამდენად რეალიზებადი იყო ამ ამოცანის შესრულება ამ მოწვევის პარლამენტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.



მისივე თქმით, კომიტეტის თავმჯდომარეები მე-10 მოწვევის პარლამენტში უკვე არჩეულები არიან, შესაბამისად, ამ საკითხს თან ახლდა პერსონალური უხერხულობა.




„კომიტეტებთან დაკავშირებით დამატებითი მსჯელობის გაგრძელება გვინდოდა. ჩვენ დავაფიქსირეთ აზრი, რომ ეს არის კარგი პრაქტიკა და ეს საქართველოშიც უნდა დაინერგოს. კომიტეტების 1/3 აქვს ოპოზიციას - ეს პრაქტიკა არის ბევრ ევროპულ ქვეყანაში. მათ შორის, საკვანძო კომიტეტების თავმჯდომარეებიც კი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს არის კარგი პრაქტიკა, შესაბამისად, მომხრე ვართ ამ პრაქტიკის დამკვიდრების. ერთადერთი, ჩვენ გვინდოდა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო რეალიზებადი ამ ამოცანის შესრულება ამ მოწვევის პარლამენტში, იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის პერსონალური და პერსონალურთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები. ჯერ კიდევ ნოემბერში ვაფიქსირებდით მზადყოფნას ამასთან დაკავშირებით. ინიციატივა თავის დროზე ჩვენგან იყო წამოსული, როდესაც იმართებოდა პირველი და მეორე რაუნდი. დიალოგის მონაწილეები ამას დაადასტურებენ. ერთადერთი საკითხი არის ის, რომ კომიტეტების პერსონალური შემადგენლობა არის დაკომპლექტებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს არამხოლოდ უხერხულება, არამედ ცოტა მეტიც. ჩვემ მზად ვიყავით მსჯელობის გაგრძელებისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.



IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up