ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კვლავაც ეწინააღმდეგება როგორც შეთანხმების შინაარსს, ასევე შეთანხმების საერთო სულისკვეთებას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 15 მაისს დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები, რომელიც შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, არასწორია.
„შარლ მიშელმა თქვა, რომ კრიზისი დასრულებულია, ეს არის მთავარი. დანარჩენი, ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კვლავაც ეწინააღმდეგება როგორც შეთანხმების შინაარსს, ასევე შეთანხმების საერთო სულისკვეთებას, რაც არის უბრალოდ არასწორი,“- განაცხადა კობახიძემ.
IPN.GE