ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა წამებისა ფაქტები

ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა წამებისა ფაქტები

access_time2020-01-23 20:15:42

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთხი კონგრესმენის წერილში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა, რომლებიც აუცილებლად გასწორდება. კობახიძე განმარტავს, რომ მმართველი გუნდი კონგრესმენებთან მუშაობას გააგრძელებს, მათ ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის.

„მე არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ, რომ კონკრეტული კონგრესმენები შეგნებულად აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ განცხადებებს, უბრალოდ არის განცხადებები, რომლებიც ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეფუძნება არასწორ ინფორმაციას. ამ ოთხი კონგრესმენის განცხადებებშიც ფაქტობრივი უზუსტობები იყო, ამას სჭირდება გამოსწორება და ჩვენ კონგრესმენებთან ერთად ამას ნამდვილად გამოვასწორებთ, რადგან საბოლოო ჯამში სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს, ის არასწორი ფაქტები, რაც მოყვანილი იყო განცხადებაში, აუცილებლად გასწორდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ოთხი კონგრესმენის წერილში რამდენიმე უზუსტობაზე მიანიშნებს, მათ შორის კობახიძე აცხადებს, რომ აქციების დაშლისას, მით უმეტეს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, არაპროპორციული ძალა გამოყენებული არ ყოფილა. „როდესაც ჩანაწერი ეხება ადამიანების, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, აქ არის უხეში ფაქტობრივი უზუსტობა. არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა არაპროპორციული ძალის გამოყენება. რაც შეხება 20 ივნისის მოვლენებს, გახსოვთ, რომ ეს იყო არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რაც მოგვიანებით აღიარებითი ჩვენებით დაადასტურეს ჯერ ნიკა მელიამ, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისივე თქმით, წერილში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. „ანაკლიასთან დაკავშირებით ყველამ ვიცით რაც მოხდა, იყო მობილური კომპანია, რომლსაც ჰქონდა აღებული ვალდებულება ინვესტორის მოზიდვის თაობაზე და ამ კომპანიამ ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა. თუ აქ იყო სტრატეგიული ინტერესი, მით უმეტეს გლობალური პოლიტიკური ინტერესი, ბუნებრივია, არავითარი პრობლემა ინვესტორის მოზიდვასთან დაკავშირებით არ იქნებოდა, თუმცა ხედავთ, რომ კომპანიამ საკუთარი ვალდებულების შესრულება ვერ მოახერხა. ახლა ამ კომპანიის წარმომადგენლები ცდილობენ, პოლიტიკა გამოიყენონ როგოც ერთგვარი იმუნიტეტი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმისთვისაც რომ სურთ პოლიტიკური სარჩულით შეფუთონ ის უპასუხისმგებლობა, რომელიც გამოავლინეს პროექტის განხორციელების დროს“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძე განმარტავს, მმართველი პარტიას რეაგირება ამ ფაქტობრივ უზუსტობებზე აუცილებლად ექნება, მათ შორის კონგრესმენებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზითაც. კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა ადამიანების წამებისა და ძალადობის ფაქტები.

„თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წლამდეც ახერხებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას თავის სასარგებლოდ და მაშინ იფუთებოდა ხოლმე სამწუხაროდ ძალიან მძიმე გადაცდომები ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, ეს იყო სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა კობახიძემ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up