ასოცირების კომიტეტის სხდომაზე არაერთი ინიციატივა იყო დაყენებული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც, როგორც სჩვევიათ, სიცრუით იყო გაჯერებული. მათი დამსახურებით და ევროპარლამენტარების თანადგომით, ეს ცვლილებები მთლიანად ჩავარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
რაც შეეხება დეკლარაციას, ის არ დამტკიცდა, რასაც ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები მოჰყვა. ეს დეკლარაცია არის დოკუმენტი, სადაც აისახება ის პროგრესი, რასაც ქვეყანა განიცდის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. ეს დოკუმენტი ჩვენს ევროპარლამენტარ მეგობრებთან თანამშრომლობით მზადდება.
საბოლოო ჯამში, დეკლარაცია არ დამტკიცდა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ჩავარდება ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციას დაბრკოლება შეექმნას და ამის გარანტი არის ხელისუფლება.
„ანტიდასავლური ძალების ადგილი არ არის იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება. ასეთ ძალებს - „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ანტიევროპულ საქართველოს“ ქართული საზოგადოება საკუთარ ადგილს მიუჩენს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
13 თებერვალს, სტრასბურგში საქართველო - ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომა დასრულდა. დეპუტატებმა, ერთობლივი დეკლარაციის მიღება ვერ შეძლეს. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეა საუბარი, თუმცა დღეს ერთობლივი განცხადება ვერ მიიღეს.
იმედინიუსი