ირაკლი კობახიძე – „მთის გაძლიერება, რაჭის გაძლიერება ნიშნავს მთლიანად საქართველოს გაძლიერებას, ამიტომ ბუნებრივია, რაჭის მიმართ დამოკიდებულება უნდა გაძლიერდეს“

ირაკლი კობახიძე – „მთის გაძლიერება, რაჭის გაძლიერება ნიშნავს მთლიანად საქართველოს გაძლიერებას, ამიტომ ბუნებრივია, რაჭის მიმართ დამოკიდებულება უნდა გაძლიერდეს“

access_time2020-10-09 14:10:28

,,ძალიან მიხარია, რომ მაქვს საშუალება ჩემი მშობლიური კუთხის წარმომადგენლებს მოგმართოთ და ერთად ვისაუბროთ იმ საჭიროებებზე, რომელიც ჩვენს რეგიონს აქვს. რაჭის მიმართ ჩვენი გუნდის დამოკიდებულება განსაკუთრებულია და კონკრეტული საქმითაც გამოხატული. რაჭაში უამრავი რამ კეთდება სხვადასხვა მიმართულებით - საუბარი გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაძლიერდეს ქართული მთა, გაძლიერდეს რაჭა და ჩვენი საქართველო“   განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის და ონის მერობის კანდიდატის დავით ჩიკვაიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„ძალიან კარგად გვესმის, რომ მთის გაძლიერება, რაჭის გაძლიერება ნიშნავს მთლიანად საქართველოს გაძლიერებას, ამიტომ ბუნებრივია, რაჭის მიმართ დამოკიდებულება უნდა გაძლიერდეს. მთის კანონმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმისათვის, რომ რეგიონში დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. იმისათვის, რომ ეს რეგიონი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ძალისხმევა ყველა მიმართულებით გაგრძელდება.


იყო ძალიან დიდი წინსვლა, თუმცა კარგად გვესმის, რომ რეგიონის გასაძლერებლად და რაც მთავარია იმისათვის, რომ ადამიანები და განსაკუთრებით, ახალგზარდები რაჭას დაუბრუნდნენ, მეტია გასაკეთებელი. ახალგაზრდების დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის ძვირფასი რეგიონი კიდევ უფრო წინ წაიწევს.



ჩვენ ამ არჩევნებში ძალიან ძლიერად ვართ წარმოდგენილი. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი და ღირსეული სიის პირველი ნომერი - პრემიერი გიორგი გახარია, ჩვენ ვართ წარმოდგენილი ძალიან ძლიერი პარტიული სიით, როგორც გამოცდილი ადამიანებით, ისე ახალი სახეებით, ძალიან ძლიერი კანდიდატებით.


გოჩა ენუქიძე არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი სამშობლო და თავისი რეგიონი. დავით ჩიკვაიძე ონის ღირსეული შვილია. ეს ყველაფერი არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენი გამარჯვება დარწმუნებული ვართ, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლას და განვითარებას.


მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდს, წარმატება ვუსურვო რაჭას და რაჭველებს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up