ირაკლი კობახიძე – „მძიმე პროვოკაციების მიუხედავად, ჩვენ, საბოლოოდ, შევძელით მშვიდი და მშვიდობიანი, ინციდენტებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა“

ირაკლი კობახიძე – „მძიმე პროვოკაციების მიუხედავად, ჩვენ, საბოლოოდ, შევძელით მშვიდი და მშვიდობიანი, ინციდენტებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა“

access_time2020-10-30 15:20:09

„პირველ რიგში, გვსურს, გამოვთქვათ სამძიმარი გუშინ გორთან ავტოავარიისას რამდენიმე ახალგაზრდის დაღუპვის გამო, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს. დღეს ოფიციალურად სრულდება საარჩევნო კამპანია და გვსურს, შევაჯამოთ განვლილი რამდენიმე თვე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომელიც ჩვენს ქვეყანას „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოუტანა. ამჯერადაც ჩვენი უმთავრესი ამოცანა თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფა გახლდათ. ყველა ხედავთ, რომ ეს ამოცანა დღემდე წარმატებით შესრულდა“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„გასული რამდენიმე თვის მანძილზე, უზრუნველყოფილი იყო კონკურენტული საარჩევნო გარემო. პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა სრულფასოვანი კამპანიის წარმოებისა და ამომრჩევლამდე საკუთარი გზავნილების მიტანის შესაძლებლობა.


მძიმე პროვოკაციების მიუხედავად, ჩვენ, საბოლოოდ, შევძელით მშვიდი და მშვიდობიანი, ინციდენტებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. მოთმინებისა და თავშეკავებისათვის მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს წევრსა და მხარდამჭერს. აგრეთვე, ინციდენტებზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისათვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს.


ხაზს გავუსვამთ იმ გარემოებას, რომ რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, „ქართულმა ოცნებამ" გამოავლინა მაღალი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და თითოეული საარჩევნო ღონისძიება პანდემიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართა.


საარჩევნო კამპანიის ერთადერთ არსებით უარყოფით მხარედ გამოიკვეთა აგრესია და სიყალბე, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ამ თვეების მანძილზე მისი კუთვნილი პარტიული ტელევიზიების, აგრეთვე სოციალური ქსელების მეშვეობით გამოხატავდა და ავრცელებდა. თუმცა, სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ აგრესია და სიყალბე მაღალი კულტურის მქონე ქართულ საზოგადოებაში ძალზე სუსტი ინსტრუმენტია და მას არჩევნების შედეგზე მხოლოდ მინიმალური გავლენის მოხდენა შეუძლია.



კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკანორ მელიაზე. ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ აღნიშნულ ფაქტზე მყისიერი რეაგირებისაკენ. ვაფრთხილებთ ყველას, რომ დესტრუქციის ნებისმიერი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი.


მოვუწოდებთ ყველას, ხვალ, არჩევნების დღეს, უზრუნველყონ კენჭისყრის კანონის სრული დაცვით, მშვიდ ვითარებაში წარმართვა, შექმნან სათანადო გარემო ჩვენი მოქალაქეების მიერ საარჩევნო უფლების თავისუფალ გარემოში რეალიზებისათვის. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება და თავშეკავება, რათა არავის მიეცეს საარჩევნო გარემოსთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა.


ჩვენს მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ ხვალ თითოეული საარჩევნო უბანი იქნება ორგანიზებული, როგორც მაქსიმალურად კოვიდ-უსაფრთხო საჯარო სივრცე. შესაბამისად, ამომრჩევლებს მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტიურობისაკენ.


ხვალ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. არჩევნებს მოიგებს ჩვენი პარტიის თითოეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რაც შექმნის მყარ ნიადაგს ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up