ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილზე - არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას  შეიცავს - რეაგირება აუცილებლად გვექნება

ირაკლი კობახიძე კონგრესმენების წერილზე - არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს - რეაგირება აუცილებლად გვექნება

access_time2020-01-23 20:30:58

წერილი შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. იქ არის ისეთი უზუსტობები მოყვანილი, რომელთა დაკავშირებითაც სრული ინფორმაცია აქვს ქართულ საზოგადოებას,-ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, წერილში არაერთი ცდომილებაა, მათ შორის 20 ივნისის ღამეს ძალის გამოყენებისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ნაწილში.

„არაერთი ცდომილებაა ასეთი, მათ შორის, რაც ეხება ძალის გამოყენებას ჩანაწერია, პროტესტის მონაწილების წინააღმდეგ ,აქ არის უხეში ფაქტობრივი უზუსტობა . თქვენ იცით,რომ არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა ,მითუმეტეს მას შემდეგ რაც ჩავარდა კანონპროექტი პროპორციული არჩევნების თაობაზე ,არცერთხელ არ მომხდარა არაპროპორციული ძალის გამოყენება. რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს , გახსოვთ, რომ ეს იყო არა მშვიდობიანი პროტესტი, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა ,რაც მოგვიანებით აღიარებით ჩვენებით დაადასტურეს ჯერ ნიკა მელიამ,შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა.

ეს არის ფაქტობრივი უზუსტობები. ასევე ანაკლიასთან დაკავშირებით არის არა ერთი ფაქტობრივი უზუსტობა. ყველამ ვიცით რაც მოხდა, იყო კომპანია,რომელსაც ჰქონდა აღებული ვალდებულება ინვესტორის მოზიდვის თაობაზე და ამ კომპანიამ ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა. თუ აქ იყო სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესი, მითუმეტეს გლობალური პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესი, ბუნებრივია, არავითარი პრობლემა ინვესტორის მოზიდვასთან დაკავშირებით არ იქნებოდა. თუმცა ხედავთ, რომ კომპანიამ ვერ მოახერხა საკუთარი ვალდებულების შესრულება და ეხლა ცდილობენ ამ კომპანიის წარმომადგენლები, რომ პოლიტიკა გამოიყენონ, როგორც ერთგვარი იმუნიტეტი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართლებითაც, რომ მათ სურთ პოლიტიკური სარჩულით შეფუთონ ის უპასუხისმგებლობა, რომელიც გამოავლინეს ამ პროექტის განხორციელების დროს. მათ ვერ შეძლეს ინვსტორების მოზიდვა და ეხლა ცდილობენ, რომ სხვას გადააბრალონ საკუთარი არასწორი მოქმედება, თუ ვალდებულების ვერშესრულება“,-განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას აუცილებლად ექნება რეგირება წერილში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებთან დაკავშირებით, მათ შორის უშუალო კომუნიკაციის ფორმით.


„თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წლამდეც ახერხებდა ნაციონალური მოძრაობა მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას თავის სასარგებლოდ და იფუთებოდა ხოლმე ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე გადაცდომები ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ეს იყო სამწუხარო რეალობა. ისინი ფუთავდნენ ადამიანების წამებას, ძალადობას ადამიანების წინააღმდეგ და ა.შ. ანუ თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით და ასეთი ქმედებები და ზოგადად საქმიანობა წინა ხელისუფლების სამწუხაროდ ჰპოვებდა მხარდაჭერას კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან.

ესენი ამას ახერხებდნენ, თუმცა ეს არის ინდივიდუალური განცხადებები. იგივე რომ ნახოთ ევროპული პარლამენტი, ერთი და იგივე დეპუტატები არიან, ჩვენ მათ მიმართ რა თქმა უნდა პატივისცემას გამოვხატავთ , თუმცა არის ერთი და იგივე რამდენიმე დეპუტატი , რომელიც მუდმივად აკეთებს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ განცხადებებს. ეს არის მათი რესურსი, მათ აქვთ მათ შორის იპპ-სთან ურთიერთობა . იპპ არის საკმაოდ შეკრული საერთაშორისო პარტიული ორგანიზაცია , თუმცა ამის მიუხედავადაც ნაციონალურ მოძრაობას უჭირს რამდენიმე ევროპარამენტარზე მეტის მობილიზება თავის მხარდასაჭერად. ეს არის რეალობა,რატომ, იმიტომ, რომ რეალურად ევროპარლამენტარები კარგად ხედავენ ამ ყველაფერს და შესაბამისად, ნაცმოძრაობის მხარდაჭერა შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარით“,-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებებიც გაკეთდება, რომელიც მხოლოდ სიმართლეზე და ფაქტების რეალურ ანალიზზე იქნება დამყარებული. „ჩვენ ველოდებით მხარდაჭერას როგორც კონგრესმენებისგან , ასევე ევროპარლამეტნარებისგან და სხვადასხვა პოლიტიკოსისგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებისგან“,-აცხადებს ირაკლი კობახიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up