ირაკლი კობახიძე IRI-ის კვლევაზე - საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზი მართლდება ხოლმე - პულსზე გვიჭირავს ხელი, ვართ თავდაჯერებულები

ირაკლი კობახიძე IRI-ის კვლევაზე - საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზი მართლდება ხოლმე - პულსზე გვიჭირავს ხელი, ვართ თავდაჯერებულები

access_time2021-08-03 11:00:00

ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება ხოლმე ასეთი კვლევები და ეს ხდება სპეკულაციების საფუძველი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზი მართლდება ხოლმე - პულსზე ხელი გვიჭირავს, აქედან გამომდინარე, ვართ თავდაჯერებულები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და ამით, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ახალ კვლევას გამოეხმაურა.


როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, როგორც თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვება, ასევე დედაქალაქის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება.


მისივე თქმით, „ქართული ოცნება,“ როგორც წინა არჩევნების დროს, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც გაიმარჯვებს.


„თქვენ გახსოვთ, რომ ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება ხოლმე ასეთი კვლევები და ეს ხდება სპეკულაციების საფუძველი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზი მართლდება ხოლმე, წინა შემთხვევაშიც ასე მოხდა, საპარლამენტო არჩევნების დროს, მანამდეც ასე ხდებოდა. ამასობაში, რეალურად „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო 6 სხვადასხვა მსხვილი არჩევნები. ამ შემთხვევაშიც, ძალიან კარგად ვიცით, რა არის დღევანდელი მდგომარეობა, ჩვენ გვაქვს ამაზე ინფორმაცია - პულსზე ხელი გვიჭირავს. აქედან გამომდინარე, აქაც ვართ თავდაჯერებულები.



რაც შეეხება თვითმმართვლობის არჩევნების შედეგებს, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მოგება და ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა. იგივე თბილისის მაგალითზეც რომ ვთქვათ, ყველა არის დარწმუნებული, რომ კახი კალაძე მოიგებს დედაქალაქის მერობის არჩევნებს,თუმცა, მას სჭირდება ძლიერი გუნდი და უმრავლესობა საკრებულოში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელოვანს ვანიჭებთ, როგორ მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არჩევნებს, როგორც მაჟორიტარული კუთხით, ასევე პროპორციული სისტემით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.


რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: „შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი“ -3%; „გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ - 2%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძე - 2%; „ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე“ - 2%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2%; „მოქალაქეები“ - 2%; „ერი- ლევან ვასაძე“ - 1%; „ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია“ - 1%; „ხალხისთვის - ანა დოლიძე“ - 1%; „დროა“ - ელენე ხოშტარია 1 %; „გირჩი“ - 1%; სხვა პარტიები - 1%. პასუხი „არ ვიცი“ აირჩია - 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა.


IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up