საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ „ფრონტერა“ ლობიზმის ნაცვლად ფულს ინვესტიციებზე დახარჯავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ კონგრესმენ მარკუეინ მალინის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე სახელწოდებით – აშშ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. კონგრესმენი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციის. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“. მარკუეინ მალინი ამის მაგალითად კომპანია „ფრონტერას“ მიიჩნევს.
„ფრონტერას“ ურჩევნია, ლობიზმზე ფულის ხარჯვას, ფული დახარჯოს ინვესტიციებზე. ეს რომ გაეკეთებინა, ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა და ლობისტებზე ამდენი ფულის ხარჯვა არ დასჭირდებოდა. ყველამ ვიცით, რა და როგორ არის და ასეთ განცხადებებს მეტი კომენტარი აღარ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1tv.ge