ირაკლი კობახიძე - ძალიან მაინტერესებს, რა წერია ვეტოში, ვერაფერი ეწერება სამართლებრივი, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება

ირაკლი კობახიძე - ძალიან მაინტერესებს, რა წერია ვეტოში, ვერაფერი ეწერება სამართლებრივი, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება

access_time2022-06-23 15:20:00

ძალიან მაინტერესებს, რა წერია პრეზიდენტის ვეტოში, ვერაფერი ეწერება სამართლებრივი, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მისი თქმით, კანოპროექტის განხილვისას არც ერთი შენიშვნა გამოთქმული არ ყოფილა.


„ჩვენ დავიწყეთ ამ კანონპროექტის განხილვა დაახლოებით სამი თვის წინ, იყო ჩვეულებრივი მსჯელობა. ამის შემდეგ უცხოელი პარტნიორებისგან იყო თხოვნა ორი კვირით გადადებასთან დაკავშირებით, რაც გავითვალისწინეთ და კიდევ დამატებით ორი კვირა მივეცით ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ენჯეოებს, უცხოელ პარტნიორებს, რომ წარმოედგინათ საკუთარი შენიშვნები და კომენტარები. არც ერთ კომენტარი არ იქნა წარმოდგენილი ამ კანონპროექტზე. უფრო მეტიც, მეორე მოსმენა როცა გაიმართა პარლამენტში, არც ერთი გამოსვლა არ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან, არც ერთი კითხვა არ დასმულა. როდესაც კანონპროექტის განხილვა გრძელდება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვერცერთ შენიშვნას ვერ წარმოადგენენ და საბოლოო ჯამში იღებ კანონპროექტს, რომელიც არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან. ამის შემდეგ კიდევ ვეტოს ადებენ, ძალიან მაინტერესებს, რა წერია ამ ვეტოში. ვერაფერი ეწერება სამართლებრივი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კობახიძემ.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, შენიშვნების განხილვის შემდეგ, ვეტო დაიძლევა.



პარლამენტს ევალება კიდევ ერთხელ განიხილოს ჯერ პრეზიდენტის შენიშვნები და შემდეგ პირვანდელი კანონპროექტი. ჩვენი ვალია, რომ შენიშვნებს გავეცნოთ, ხომ არ არის რაიმე სამართლებრივი შენიშვნა წარმოდგენილი პრეზიდენტის დოკუმენტში. ეს არის ჩვენი ვალი. თუ დავრწმუნდებით, რომ არაფერი სამართლებრივი შენიშვნა რეალურად პრეზიდენტს არ აქვს, ვეტო იქნება დაძლეული“, – განაცხადა კობახიძემ.


სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტის თქმით, ყველა კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, ვეტოს დაადებს.


1tv.ge









7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა

Credit Suisse ივანიშვილთან ურთიერთობაში ევროპარლამენტის რეზოლუციას ეყრდნობა
access_time2022-07-07 12:30:45
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით, 5 ივლისს ივანიშვილმა Credit Suisse-სგან წერილი მიიღო, სადაც განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის...


მსგავსი სიახლეები

up