ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული იყავით, ხვალ პარლამენტის სხდომა შედგება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს ვუყრით

ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული იყავით, ხვალ პარლამენტის სხდომა შედგება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს ვუყრით

access_time2019-12-11 20:30:05

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი ხვალ უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის და გადაწყვეტილება კანონმდებლობით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღება.

 

კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა.

 

„პარლამენტის სხდომა შედგება, სადაც ჩვენ კენჭს ვუყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. გადაწყვეტილება იმ კრიტერიუმების შესაბამისად მიიღება, რომლებიც კანონმდებლობითაა გაწერილი. ამ ყველაფერს წინ უძღვოდა დაახლოებით ექვს თვიანი, ნახევარ წლიანი პროცედურა. ჯერ იყო პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შემდეგ პარლამენტში. ყველაფერი საზოგადოების დაკვირვების ქვეშ წარიმართებოდა. ასევე, პარლამენტში თითოეულ მონაწილეს ჰქონდა საშუალება,   კანდიდატებისთვის კითხვა დაესვა. პროცედურა ღია და გამჭვირვალე იყო. ეს ყველაფერი სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას გვაძლევს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება რაციონალური უნდა იყოს.

 

კობახიძის განმარტებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების რაოდენობის სიმცირის გამო, ათასობით საქმის განხილვა ვერ ხდება. კობახიძე ამბობს, რომ „უზენაესი სასამართლო რაციონალური რაოდენობით უნდა შეივსოს“.

 

„გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენ ის კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც ჩამოყალიბებულია. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ შესავსები არის უზენაესი სასამართლო. გამომდინარე იქიდან, რომ დაგროვილია ათასობით საქმე, რომელიც განხილვას საჭიროებს. არის ზოგიერთი მიმართულება, სადაც ერთი მოსამართლეა დარჩენილი. შესაბამისად, გარკვეული, რაციონალური რაოდენობით უნდა შეივსოს უზენაესი სასამართლო და ამის გათვალისწინებით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამასთან, კითხვაზე, როგორ გახდნენ ცუდი მოსამართლეები კარგები, კობახიძემ უპასუხა, რომ ამის დასტური გასული შვიდი წელია, როცა სასამართლო სისტემაში ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

 


„გასული წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში რადიკალურად შეიცვალა ვითარება. 2012 წლამდე იყო ვითარება, როდესაც პირდაპირ დირექტივები მიდიოდა იუსტიციის სამინისტროდან და ზოგადად აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. ამ დირექტივების შესრულება მოსამართლეების მიერ ხდებოდა. ეს ვითარება 2012 წლის შემდეგ რადიკალურადაა შეცვლილი. შესაბამისად, შვიდ წლიანი გამოცდილება იმ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ მოსამართლეები მიუკერძოებელ საქმიანობას მომავალშიც გააგრძელებენ. ჩვენ ოპონენტებს ვთხოვდით, დაესახელებინათ კონკრეტული საქმეები, რომლებიც,  მათი აზრით, მიკერძოებულად გადაწყდა. თუმცა ისინი ამ საქმეების დასახელებას ვერ ახერხებდნენ. ერთადერთი იყო „რუსთავი 2“-ის საქმე. „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ უზენაეს სასამართლოს და ყველა ქვემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორი იყო. შესაბამისად, ეს მითი და სტერეოტიპიც დაიმსხვრა. ვერც ერთი საქმე ვერ სახელდება, სადაც სასამართლოს რომელიმე ინსტანციამ არასწორად იმოქმედა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლო დღეს ეფექტიანად და მიუკერძოებლად მუშაობს. ეს სამომავლოდაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კობახიძის თქმით, სასამართლო სისტემაში კვალიფიკაციის პრობლემა არსებობს, თუმცა ეს პრობლემა ყველა სფეროშია.

 

„კვალიფიკაციის პრობლემა ყველა სფეროშია, მათ შორის სასამართლო სიატემაში. ამას სჭირდება თანდათანობითი გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ შევიტანეთ ფუნდამენტური ცვლილებები კანონში, რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლეს სკოლას. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა. კვალიფიკაცია არის პრობლემა არა მხოლოდ სასამართლოსთვის. თქვენ ხედავთ, რომ მაგალითად, არის მარტივი განტოლება გერმანული მოდელის შესახებ და ამ ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნას სხვადასხვაგვარად ახერხებენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები და საკონსტიტუციო სასმართლოს ყოფილი თავმჯდომარეები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ კვალიფიკაციის კუთხით სერიოზული პრობლემა გვაქვს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარლამენტში მმართველი გუნდის წარმომადგენლები დილით შეიკრიბებიან და დაგეგმილი აქციის გამო, საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარჩენას არ აპირებენ, როგორც ამას ზოგიერთი ადამიანი ამბობს.

 

„ჩვენ მოვისმინეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ აქ დარჩენა ღამის თევით მოგვიწევს იმისთვის, რომ სხდომა გაიმართოს, რაც რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. დილით შევიკრიბებით. რომელ საათზე, ამას ჩვენ გადავწყვეტთ. დამერწმუნეთ, ხვალ აუცილებლად შედგება პარლამენტის სხდომა. ხვალაც ალბათ, არ ვიცი, 200-300, რამდენი „ნაციონალი“ აქტივისტი შეიკრიბება პარლამენტთან, თუმცა მათ არ აქვთ პარლამენტის ბლოკირების რესურსი. კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა პარლამენტმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა იურიდიულ კომიტეტში ხვალ, 12 დეკემბერს გაიმართება.

 

მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.

 

ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს 19 კანდიდატზე, თუმცა კენჭს ზაზა თავაძესაც უყრიან. კენჭისყრა ჯერ კომიტეტში უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე.

 

წყარო: პირველი არხი





ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI
access_time2020-07-09 13:30:02
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. „ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო...

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში
access_time2020-07-09 14:30:05
„დელფინარიუმი თითქმის 3 თვიანი პაუზის შემდეგ 30 ივნისს გაიხსნა, ამჟამად მსურველებს, ორშაბათის გარდა, ყოველდღე ვმასპინძლობთ, 16:00 საათზე, სამომავლოდ მოთხოვნის შესაბამისად დავამატებთ წარმოდგენებს. ბილეთის ფასი არ შეცვლილა.ამ ეტაპზე, ტრადიციულად, სრული ანშლაგია, თუმცა...

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...


მსგავსი სიახლეები

up