ირაკლი კობახიძე – „ჩვენს გუნდში რაჭის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარულია“

ირაკლი კობახიძე – „ჩვენს გუნდში რაჭის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარულია“

access_time2020-10-09 15:20:18

„საარჩევნო კამპანიის გამო წელს არ მქონდა საშუალება, მომენახულებინა ჩემი მშობლიური რაჭა, მშობლიური ამბროლაური და ნიკორწმინდა. მიხარია, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაქვს საშუალება, მივესალმო ჩემს მშობლიურ კუთხეს და ჩემს ძვირფას რაჭველებს“ – განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ამბროლაურში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„ჩვენს გუნდში რაჭის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარულია. გარდა იმისა, რომ ეს არის ემოციები, ეს ყველაფერი კონკრეტულ საქმეებშია გამოხატული.



ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება იმისთვის, რომ რაჭა უფრო მეტად გაძლიერდეს და განვითარდეს, დაწყებული იმით, რომ ინფრასტრუქტურა თანდათანობით უმჯობესდება, ვხედავთ, რომ დღითიდღე ლამაზდება ამბროლაური, ვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი. ეს არის თითოეული ჩვენგანის და თქვენგანის ძალისხმევის შედეგი. ეს პროცესი, უნდა გაგრძელდეს.




ძლიერი მთა და ძლიერი რაჭა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უფრო სწრაფ განვითარებას და გაძლიერებას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება რაჭის განვითარებაზე ზრუნვა და ამის გარანტი არის ის გუნდი, რომელიც თქვენ წინაშეა წარმოდგენილი.



ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში წარვადგინეთ ძალიან ძლიერი გუნდი, რომლის სიის სათავეში დგას პრემიერი გიორგი გახარია. ჩვენ წარვადგინეთ განახლებული გუნდი, როგორც გამოცდილი, ისე ახალი წევრებით. ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე აქტიურად ზრუნავდა მშობლიური რაჭისთვის და გააგრძელებს ზრუნვას ჩვენს ძვირფას რეგიონზე.



მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატებები. წარმატებებს ვუსურვებ რაჭას და მთლიანად საქართველოს!“ – განაცხადა კობახიძემ. 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up