ირაკლი კობახიძე – „ჩვენი პარტია სხვა პარტიებისგან გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული, მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა“

ირაკლი კობახიძე – „ჩვენი პარტია სხვა პარტიებისგან გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული, მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა“

access_time2020-10-12 15:12:16

„ბორჯომი არის უსაყვარლესი ქალაქი, ბევრ ჩვენგანს ბავშვობა აქვს გატარებული ამ ქალაქში, შესაბამისად ეს დამოკიდებულება განსაკუთრებულია“ - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბორჯომში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


„ყველამ კარგად ვიცით, რამხელა პოტენციალი აქვს ბორჯომს, როგორც ტურისტული, ისე ბევრი სხვა თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ვიცით, რომ ამ ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ბევრი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში, თუმცა გვესმის, რომ კიდევ უფრო ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიხილოთ კიდევ უფრო განვითარებული, გაძლიერებული ბორჯომი და ბორჯომის მუნიციპალიტეტი. აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება მკაფიო ხედვა.


ჩვენი პარტია სხვა პარტიებისგან გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული, მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, თითოეული მუნიციპალიტეტი. ეს ხედვა არის ასახული პროგრამაში და იმ დოკუმენტებში, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით არის შემუშავებული.



ჩვენ გამოგვარჩევს ძალიან ღირსეული გუნდი, რომლის საპარლამენტო სიის სათავეში დგას პრემიერი გიორგი გახარია. ჩვენ წარვადგინეთ ახალი საპარლამენტო გუნდი, რომელიც წარმოდგენილია, როგორც გამოცდილი, ისე ახალი წევრებით. ჩვენ, გვყავს ძალიან ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ვიტყოდი რომ მართლაც გამორჩეული ამ კანდიდატებს შორის ანტონ ობოლაშვილი, რომელიც წარმოადგენს ამ რეგიონს, არის რეგიონზე უაღრესად შეყვარებული ადამიანი და ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს რეგიონისთვის.


გვაქვს მკაფიო ხედვა, გვყავს ძლიერი გუნდი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წაიწევს და ბორჯომის რაიონი კიდევ უფრო მეტად განვითარდება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up