ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენებში ხარვეზებს აღიარებს თუმცა პასუხისმგებლობას ნიკა მელიას აკისრებს

ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენებში ხარვეზებს აღიარებს თუმცა პასუხისმგებლობას ნიკა მელიას აკისრებს

access_time2021-09-18 13:36:39

20 ივნისის სპეცოპერაციისას უამრავი სერიოზული ხარვეზი იყო- რაც შეეხება ადამიანების დაშავებას და ასე შემდეგ, ამაში მთავარი დამნაშავეა ნიკანორ მელია და „ნაციონალური მოძრაობა“, -ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას 20 ივნისთან დაკავშირებით. კობახიძის თქმით, 20 ივნისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაა.

“რაც შეეხება 20 ივნისის სპეცოპერაციას და იქ არსებულ ძალიან სერიოზულ ხარვეზებს, ამაზე არაერთი კომენტარი გვაქვს გაკეთებული. ამაზე ისაუბრა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. უამრავი ძალიან სერიოზული ხარვეზი იყო, იგივე იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იდგა სპეცდანიშნულების რაზმი ჭიშკრის გარეთ, რატომ არ იყო წყლის ჭავლი გამოყენებული და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა გამოიწვია შემდეგ ვითარების გართულება და ის შედეგები, რომელიც სამწუხაროდ, დადგა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კითხვები გვაქვს. სპეცოპერაციის ჩატარების დროს დაშვებული იყო უამრავი ხარვეზი. რაც შეეხება ადამიანების დაშავებას და ასე შემდეგ, ამაში მთავარი დამნაშავეა ნიკანორ მელია და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც იმ დღეს ახორციელებდა შტურმს პარლამენტის შენობაზე“,-აღნიშნავს კობახიძე.

ირაკლი კობახიძეს აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია არათუ არჩევნების შემდეგ, არჩევნებამდეც შეეცდება დესტრუქციულად, აქციებით და სხადასხვა გზებით კრიზისის შექმნას. მისი თქმით, ეს ოპოზიციის ნაწილის ქცევიდან იკითხება.


„ ამის მოლოდინი არსებობს. ამას აქვს თავისი ობიექტური საფუძველი, მათ შორის, ოპოზიციის ნაწილის ქცევიდან იკითხება, რომ ალბათ, აუცილებლად გადავლენ დესტრუქციულ ნაბიჯებზე ამ არჩევნების შემდეგაც. ამაზე ჩვენი პასუხი გვექნება. არავითარი რესურსი არ აქვთ იმის, რომ თუნდაც საბოტაჟი განახორციელონ და რაიმეს მიაღწიონ ამ საბოტაჟით. სამწლიანი მშვიდი განვითარების საშუალება ექნება ჩვენს ქვეყანას ამ ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ახლა მთავარია 2 ოქტომბერს სათანადოდ ჩავატაროთ ეს არჩევნები, ამის შემდეგ 3 წელი მშვიდად განვითარდება ეს ქვეყანა, რაც ეკონომიკური პროგრესის საშუალებას მოგვცემს, სოციალური მიმართულებით განვითარების საშულებასაც, ჩვენი საგარეო პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას“, -აღნიშნავს კობახიძე.

ოპოზიციის მიერ დესტრუქციულ ნაბიჯებს, ქუჩის აქციებს ელის პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც.  ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია არჩევნების შემდეგ გავა ქუჩაიში, დაიწყებს აქციებს და  კრიზისის შექმნას შეეცდება. 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up