ირაკლი იაშვილი: საქართველოში დღეს კარიერის და ზოგადად, წარმატების მიღწევა რთული არ არის

ირაკლი იაშვილი: საქართველოში დღეს კარიერის და ზოგადად, წარმატების მიღწევა რთული არ არის

person access_time2016-03-19 18:11:21

ინტერვიუ გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ დამფუძნებელ ირაკლი იაშვილთან


სპეციალობით  ეკონომისტი ვარ. 


სამსახური ადვილად დავიწყე. უნივერსიტეტი მოსკოვში დავამთავრე. ამის შემდეგ ჩამოვედი თბილისში და საწარმოო პრაქტიკა მივიღე.  1984 წელს საფეიქრო საწარმოში, ცვლის ინჟინერი ვიყავი. მაშინ ისეთი დრო იყო, რომ ან უნდა  წასულიყავი პარტიული ხაზით ან წარმოების. მე საწარმოო კარიერა ავირჩიე, პარტიული ნამდვილად არ მინდოდა. ეს საბჭოთა პერიოდში ხდება. 


პირველი ხელფასი 360 მანეთამდე იყო. აქედან 135 მანეთი იყო საბაზისო ხელფასი, დანარჩენი კი პრემიალური ანაზღაურება. წარმოება, სადაც ვმუშაობდი, აფრიკის დასახლებაში მდებარეობდა, ამიტომ აღებულ თანხას სრულად გზაში ვხარჯავდი. 


ბიზნესში ვარ თავიდანვე. საბჭოთა დროსაც ბიზნესში ვიყავი. სწავლის შემდეგ რუსეთში მქონდა ბიზნესი, შემდეგ საქართველოში და შემდეგ შევედი პოლიტიკაში. 

 

სამსახურში ყოველ დღე, დილის ათის ნახევრამდე  მივდივარ, ვრჩები დაახლოებით 3 საათამდე,  შემდეგ კი  მივდივარ სავარჯიშოდ.

 


სამსახურში მისვლისას პირველად ვეცნობი ინფორმაციას, რაც ხდება ქვეყანაში, შემდეგ რა ხდება ჩემს კომპანიებში, რადგან როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ჯგუფი რამდენიმე კომპანიისგან შედგება. სათითაოდ ვიღებ ყველა კომპანიისგან ინფორმაციას. შემდეგ ახალ პროექტებზე ვმუშაობ. ყოველდღიური რუტინით ვარ დაკავებული. მენეჯმენტში არ ვარ, მართვაში არ ვარ და ამიტომ ძირითადად ინფორმაციას ვიღებ და თანამშრომლებს მითითებებს ვაძლევ. 


ეს ბიზნესი რატომ ავირჩიე? იმიტომ, რომ როგორც გითხარით,  ან უნდა წავსულიყავი პარტიული ხაზით, ან საწამოო ხაზით. არ მინდოდა პარტიული მუშაკობა და წავედი ბიზნესში. ძალიან მარტივი არჩევანი იყო. მაშინ, ან უნდა ყოფილიყავი ბიზნესმენი, ან პარტიული მუშაკი, ან ხელოვანი, ან ექიმი. მე ბიზნესმენობა ავირჩიე, რადგან სხვა ჩამოთვლილი  პროფესიები  არ მიტაცებდა. 

 

ვერასოდეს ვერ ვიმუშავებდი მედიცინაში. ხშირად გამიგია ბიზნესმენებისგან, რომ ამბობენ რომ ვაჭრობაში ვერ იქნებოდნენ. რაც არ უნდა თქვან, სიცრუეა. მაგით დაიწყო ყველამ. 90-იანი წლების დასაწყისში, ვინც კი დღეს რამეს წარმოადგენს, ბიზნესი ექსპორტით, იმპორტით და ვაჭრობით დაიწყო.  საბჭოთა კავშირის დაშლის და ეგრეთ წოდებული „პერესტროიკის“ შემდეგ ამას ყველა აკეთებდა. შემდეგ უკვე  ვინ წარმოებაში წავიდა, ვინ დარჩა სავაჭრო სფეროში, ვინ საფინანსო სექტორში წავიდა და ასე შემდეგ. ასივე  პროცენტს დაწყებული აქვს ამით, მათ შორის მეც. 


ყველაზე მთავარი ცხოვრებაში რამდენიმე რამაა. კარიერას თავისი ადგილი აქვს, პირად ცხოვრებას თავისი. ბევრი სხვადასხვა მიმართულებაა, რაც მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და ასე გამოყოფა გამიჭირდება. 


კარიერისთვის ყველაფერზე წასვლა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.  პოლიტიკიდან იმიტომ  წამოვედი, რომ ყველაფერზე ვერ წავედი. პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“  წარუმატებლობა ამას უკავშირდება - ყველაფერზე ვერ წავედით და წარუმატებლობის მიზეზიც ეს იყო. ეს რომ შეგვძლებოდა, დღეს ხელისუფლებაში ვიქნებოდით. 


საქართველოში დღეს კარიერის და ზოგადად, წარმატების მიღწევა რთული არ არის. დამოკიდებულია  ჩვენზე, ცოდნაზე, გამოცდილებაზე, უნარზე, აბსოლუტურად ცარიელია საჯარო სივრცე. ახალი აზრებისთვის, ახალი იდეებისთვის, განათლებული  ადამიანისთვის სივრცე თავისუფალია. თუ ეს უნარები არ გააჩნია ადამიანს, რთულია, მაგრამ თუ იცი რას აკეთებს, მაშინ ადვილია. ასაკის მიუხედავად სივრცე თავისუფალია. 


მოგზაურობა ხშირად  მიწევს. მაინც ასე თუ ისე უკან მომიწევს ხოლმე გული, მიუხედავად დაულაგებელი ქვეყნისა,  1 კვირაზე მეტს სხვაგან ვერ ვჩერდები. 

 

საყვარელ  კერძს  ასე ვერ გამოვყოფ, საფრანგეთში ფრანგული კერძები მიყვარს, იტალიაში -  იტალიური, საქართველოში -  ქართული და ასე შემდეგ. ძალიან მომწონს აზიური სამზარეულო. გასტრონომია ძალიან მიყვარს. 


საყვარელი სპორტის სახეობა - 40 წელია სპორტის ორი სახეობით ვარ დაკავებული. ეს არის სათხილამურო და საცხენოსნო სპორტი. ამ სპორტის ერთგული ვარ.


ძალიან მომწონს სათხილამურო სპორტის სახეობაში რამდენიმე წარმატებული სპორტსმენი, მათ შორის, ფრანგები, შვედები. 




ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up