ირაკლი იაშვილი – საბანკო რეგულაციები, ძირითადად, იმპორტშემცველ დარგებს შეეხო

ირაკლი იაშვილი – საბანკო რეგულაციები, ძირითადად, იმპორტშემცველ დარგებს შეეხო

access_time2019-04-18 14:01:10

„საბანკო რეგულაციები, ძირითადად, იმპორტშემცველ დარგებს შეეხო”, – ამის შესახებ ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი „ბანკები და ფინანსებისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.


„მე არ ვიცი ეკონომიკის ზრდის ტემპს რამდენად შეანელებს, თუმცა საგადასახდელო ბალანსი რომ გააუმჯობესდა ეგ ფაქტია. იმიტომ, რომ ყველა ეს რეგულაცია, ძირითადად, იმპორტშემცველ დარგებს შეეხო. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმპორტიორებიც ბიზნესში არიან და მათთვის შეიძლება აქტიურობის შენელება დაფიქსირდეს. სწორედ ამიტომ რაღაც შუალედურის გამონახვა არის საჭირო, რომ ერთი მხრივ აღარ მივიღოთ შავ სიაში მყოფი ადამიანები, რომლებიც გამოთიშული არიან ეკონომიკური პროცესებიდან, ხოლო მეორე მხრივ არ მოხდეს უკიდურესი შეზღუდვა ადამიანებისთვის, რომ მათ საჭირო ნივთები შეიძინონ. ჩემი დაკვირვებით ეროვნული ბანკიც და სხვა უწყებებიც სწორედ ამ პროცესებში არიან, რომ ეს ოქროს შუალედი იქნას გამონახული.


პასუხისმგებლიან დაკრედიტებასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის ანგარიშში საკმაოდ მძიმე შეფასებები იყო, სადაც ბიზნეს დაკრედიტება ჩამორჩებოდა მკვეთრად საცალო დაკრედიტებას, როცა პირიქით უნდა იყოს.
სწორი მონეტარული ამოცანა ის არის, რომ ბიზნეს დაკრედიტება იყოს წახალისებული, რაც ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს”, – აცხადებს იაშვილი.




BFM






რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...

პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“

 პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“
access_time2019-05-22 16:30:15
“სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად. ამისათვის საქართველოში შესაბამისი ტექნიკაც არსებობს და ისეთი ადგილებიც, სადაც თავისუფლად შეიძლება მათი გადარგვა. დაცული ხეების მოჭრა უკიდურესი მდგომარეობაა. ამისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ბევრი ფაქტორი, მათ შორის რა მდგომარეობაშია ხე. ვერ ვხვდები ამ საქმესთან რა შუაშია პრემიერი. ჯერ სპეციალისტებს დასკვნა უნდა დაეწერათ, რომ ამ ხეების გადარგვა არ შეიძლება და იგი უნდა...

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის
access_time2019-05-22 11:48:30
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის ხედვას დეველოპერები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები უკვე იცნობენ და ეთანხმებიან კიდეც. რამდენიმე დღეში გვექნება დეტალური პრეზენტაცია. ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში  სამშენებლო მიმართულებით გარკვეული რეგულაციები შემოდის. ძველი თბილისის არეალი,...

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია
access_time2019-05-21 18:00:27
ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს დაა აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ...

კომპანია „სისტრა“- დედაქალაქის 30 პროცენტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება

კომპანია „სისტრა“- დედაქალაქის 30 პროცენტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ემსახურება
access_time2019-05-22 11:00:18
ფრანგული კომპანია „სისტრა“ რამდენიმე კვირაში დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის კვლევას დაასრულებს. ამის შესახებ კომერსანტს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ,  დედაქალაქის 30 პროცენტი დაფარვის ზონის გარეშეა, რაც რეალურად დიდ პრობლემას ქმნის.   „კომპანია „სისტრას“ კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქში უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი დაფარვის ზონები....


მსგავსი სიახლეები

up