ირაკლი იაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ბიზნესისთვის მართლაც კარგი გარემო შექმნა

ირაკლი იაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ბიზნესისთვის მართლაც კარგი გარემო შექმნა

access_time2021-01-11 15:30:17

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს. ბიზნესმენი სიტუაციას ოპტიმისტურად უყურებს და აცხადებს, რომ დროა, სახელმწიფომ დამოუკიდებლად იარსებოს.


„მე ოპტიმისტურად ვუყურებ, ეს კაცი ვერ იქნებოდა მთელი ცხოვრება. ჩვენ 30 წელია სულ ვიღაცაზე მიყუდებულები ვართ. სახელმწიფომ დამოუკიდებლად უნდა იარსებოს, ხალხმა უნდა აირჩიოს მთავრობა, ვიღაცას კისიერზე არ უნდა ჩამოვეკიდოთ და ჩვენ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ. ეს დრო დადგა,“ - აცხადებს იაშვილი.


კითხვაზე, რა პროცესებს უნდა ველოდოთ ბიზნესსა და ეკონომიკაში, იაშვილი აცხადებს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება.


„ამ 9 წლის განმავლობაში ხომ რამდენიმე პოლიტიკური ციკლი გავიარეთ? ბიზნესისთვის ყველაზე კარგი გარემო მართლა შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე რომ ვისაუბროთ. ბიძინა ივანიშვილის გასვლამ პოლიტიკიდან, არ მგონია პოლიტიკური რყევები გამოიწვიოს. თუმცა, თეორიულად რომ დავუშვათ და უკან დავბრუნდეთ რომელიმე პოლიტიკურ ციკლში, რომელიც საქართველოს უკვე გავლილი აქვს, ვგულისხმობ ისტორიას, რაც გავიარეთ 30 წლის განმავლობაში, საერთოდ არ ყოფილა ბიზნესისთვის, მაგრამ მაინც რაღაცას ვახერხებდით. ხან წითლები მორბოდნენ და ხან ე.წ შავები. ახლა თავისუფლება ნამდვილად მქონდა, არავინ მორბოდა, არავინ მაყადაღებდა, ბიზნესის გადაფორმებას არავინ თხოულობდა,“ - აცხადებს იაშვილი.



ბიზნესმენი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნების“ პირობებში ბიზნესის ნაწილში ძალიან ნელა ხდებოდა და ხდება გადაწყვეტილების მიღება, რაც ნეგატიურია და გამოსასწორებელია.


„თვეები, ხანდახან წლებიც უნდებოდნენ, მაგრამ ბიზნესის მიმართ აგრესია და მიკერძოებული დამოკიდებულება არ ყოფილა. ამიტომ, შემდგომი პოლიტიკური ციკლი, რომელშიც ახლა შევედით და რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყება, საინტერესოა როგორ გაგრძელდება. ეს ოთხი წელი და შემდეგი 4 წელი ძალიან მნიშვნელოვანია, შეინარჩუნებს თუ არა ეს პარტია ხელისუფლებას, კოალიცია იქნება, ვისთან იქნება და საერთოდ რა იქნება. ახლა ყველა პოლიტიკური მოთამაშე შეეცდება გამოიყენოს ბიძინა ივანიშვილის გასვლა პოლიტიკიდან და სათავისოდ წარმართოს პროცესები,“ - აცხადებს იაშვილი.


მისი განცხადებით, თუ ეს ხელისუფლება ბიზნესთან მიმართებაში გააგრძელებს იმ სულისკვეთებას, რაც იყო, არაძალადობრივი და არააგრესიული, მოუმატებს ხელშეწყობის და გადაწყევტილებების სწრაფად მიღების ტემპებს, მაშინ პოზიტივი იქნება.


შეგახსენებთ, დღეს ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის მიდის პოლიტიკიდან ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი.


business-partner.ge






TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა

TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა
access_time2022-12-07 20:00:41
TIME-მა წლის გმირებად ირანელი ქალები დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის თვეში 22 წლის...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა წლის ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TIME - მა  წლის ადამიანად დაასახელა
access_time2022-12-07 17:19:11
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალმა TIME-მა წლისადამიანად დაასახელა. 44 წლის, ყოფილი კომიკოსი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი, უკრაინის პრეზიდენტის პოსტს  2019 წლიდან იკავებს.   მანამდე...

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს

ევროკავშირი გაზის ზღვრულ ფასად 220 ევროს განიხილავს
access_time2022-12-07 17:45:28
ევროკავშირის ქვეყნები გაზის ზღვრული ფასის 220 ევრომდე (231 დოლარამდე) შემცირებას განიხილავენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.   ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის წინადადებით, თუ ხუთი დღის განმავლობაში გაზის საფასური 1 მგვტ/სთ-ზე 220 ევროს (1000 მ³-ზე 2 321 ევროს) გადააჭარბებს, ფასზე ლიმიტი უნდა დაწესდეს. სააგენტოს ცნობით, ინიციატივა წევრი ქვეყნების შეხვედრიდან ერთი კვირით ადრე გაჩნდა, რომელზეც ბლოკი შეთანხმების მიღწევას იმედოვნებს, რადგან „საკითხმა 27 წევრი...

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის

განახლდება თუ არა რუსეთზე ფრენა - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მოწოდებით გამოდის
access_time2022-12-07 18:00:32
დასავლეთმა უნდა გადახედოს საკუთარ შეხედულებებს და რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენების განახლებას შეეცადოს. ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა უილიამ უოლშმა ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Telegraph. 2023 წელს ჩინეთმა შესაძლოა შეამსუბუქოს ანტიკორონავირუსული შეზღუდვები, თქვა უოლშმა, რაც ჩინურ ავიაკომპანიებს British Airways-თან შედარებით ანიჭებს უპირატესობას, რომლის ფრენები შეიძლება საათობით გახანგრძლივდეს...

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა

ლარის კურსი დოლართან 0.41 თეთრით, ევროსთან კი 0.48 თეთრით გამყარდა
access_time2022-12-07 17:05:23
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.48 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8239 ლარი გახდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან...


მსგავსი სიახლეები

up