ირაკლი იაშვილი: არაკონსტიტუციური მოქმედებები ჩამოშლის ქვეყანას, ბიზნესს

ირაკლი იაშვილი: არაკონსტიტუციური მოქმედებები ჩამოშლის ქვეყანას, ბიზნესს

access_time2020-11-02 14:26:08

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პროცესებს და მის გავლენას ეკონომიკასა და ბიზნესზე „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს.



მისი ინფორმაციით, ქვეყანაში სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის, თუმცა თუ პროცესი კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გავიდა, ეს მძიმედ აისახება როგორც ეკონომიკაზე, ისე ბიზნესზე და ზოგადად, ქვეყანაზე.



„იმ ფონზე, როდესაც რეგიონში საბრძოლო მოქმედებებია, არის პანდემია და ისედაც მძიმე ეკონომიკური ფონია, არაკონსტიტუციური მოქმედებები ჩამოშლის ქვეყანას. გამოცდილება მეც მაქვს, უამრავი არჩევნები ჩამიტარებია, მინახავს როგორ ყრიდნენ ბიულეტინებს და ყუთებს მდინარეში. ეს დრო ხომ წავიდა, საარჩევნო უბნებზე რომ ასეთი გაყალბება აღარ არსებობს, ამაზე უნდა შევთანხმდეთ.



უამრავი ხალხი ესწრება არჩევნებს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, დამკვირვებლები, რომლებიც დიდად არ არიან კეთილგანწობილნი ამ ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად ამისა, ჩატარდა პარალელური დათვლა, რომელიც დაემთხვა ცესკო-ს მონაცემებს.



გარდა ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა უბნებზე ოქმებს ხელი მოაწერეს. თუ გაყალბდა რატომ მოაწერეს ხელი? ამაზე მკაფიო პასუხი ხომ არ არსებობს? მგონია, რომ ეს არჩევნები იყო ეპოქალური გარდატეხის. ამ არჩევნებმა ბევრი ძველი პოლიტიკური სახე უნდა ჩამოაცილოს პოლიტიკას. ამის აღქმა და აღიარება ძალიან მძიმეა იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც ბოლო ათეული წლებია საქართველოში არსებობენ. ისინი ამთავრებენ პოლიტიკურ ცხოვრებას და მოდიან ახლები. ბუნებრივი ბარიერი ვინც ვერ გადალახა, უნდა აღიაროს, რომ მათ ქართულ პოლიტიკაში ყავლი გაუვიდათ და სახლში უნდა წავიდნენ.




2008 წელს, 15 მანატი ავიღეთ მაშინდელმა ოპოზიციამ და პარლამენტის წინ დავჭერით, არ შევედით პარლამენტში. მაშინ ყველა პოლიტიკური ფიგურა, ვინც ეს გააკეთა გაქრა ქართული პოლიტიკიდან. ეს უნდა გახდეს მაგალითი. თუ არ შედიხარ პარლამენტში და რჩები ქუჩაში, ხარ მარგინალი. ამიტომ ის ახალგაზრდა პოლიტიკოსები და პარტიები, რომლებიც ამ ნაბიჯს გადადგამენ, საკრალურ შეცდომას დაუშვებენ. ამით ისინი დაასამარებენ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს,“ - აცხადებს ირაკლი იაშვილი.



როგორც ბიზნსმენი აცხადებს, ის პროცესები, რაც ახლა ხდება, ასევე საკმაოდ ცუდად აისახება ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. იაშვილის ინფორმაციით, არჩევნების ხელმეორედ ჩატარება იმიტომ, რომ ვიღაც პარლამენტში ვერ მოხდა, სწორი არ არის.



„კიდევ ერთხელ მიიყვანო ხალხი არჩევნებზე, კიდევ ხალხმრავლობა, რისკის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. მთელი ევროპა ლოქდაუნშია, ჩვენც ამას მივიღებთ და მერე ისევ მთავრობას დაბრალდება ყველაფერი,“ - აცხადებს ირაკლი იაშვილი.



როგორც ბიზნესმენი აცხადებს, პირდაპირი კორელაციაა მიტინგსა და ლარის გაუფასურებას შორის, რადგან ეროვნულ ვალუტას ისედაც პრობლემები აქვს და ამით კიდევ დამატებით ზეწოლას ვუქმნით.



„ამას ვერ გაუძლებს ვერც ეროვნული ბანკი და ვერც ვერაფერი. რაც შეეხება მოლოდინებს, მე მგონია, რომ ახალგაზრდა პარტიები და პოლიტიკოსები გონივრულად მოიქცევიან და ისინი ერთი პარტიის სცენარში არ ჩაეწერებიან. ამით ეკონომიკასაც გადავარჩენთ,“ - აცხადებს ირაკლი იაშვილი.



business-partner.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up