ირაკლი იაშვილი: ანაკლიის პორტი შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს

ირაკლი იაშვილი: ანაკლიის პორტი შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს

access_time2016-03-11 11:59:08

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილმა PALITRANEWS-ს განუცხადა. 


როგორც იაშვილმა გადაცემა "ბიზნესპერსონაში" სტუმრობისას აღნიშნა, ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის აშენებას გეგმავს, რომლის გეგმაც, შესაძლოა უახლოესი 100-150 წლის განმავლობაში საქართველოში ტვირთების მომსახურების მოთხოვნილების დაფარვა იყოს. იაშვილის შეფასებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ანაკლიის პორტს, როგორც ფინასური რესურსების მოზიდვის, ასევე გადაზიდვების კუთხით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება. 



"აპირებენ ახალი, დიდი საკონტეინერო ნავსადგურის აშენებას, არსებული ნავსადგურიდან ჩრდილოეთ მიმართულებით, ფოთის გეზ-ის გაგრძელებაზე. მათ აქვთ საკუთარი ტერიტორია, აქვთ აზრი განვითარების და ის მოთხოვნილება, რაც უახლოესი 100-150 წლის განმავლობაში შეიძლება საქართველოს ჰქონდეს, მთლიანად დაფარონ. ამიტომ თუ ეს პროექტი დაიწყება, ამ შემთხვევაში ფინანსურ ინსტიტუტებს გაუჩნდებათ ძალიან სერიოზული კითხვა ახალი ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ისეთი გამოცდილი საზღვაო კომპანია, როგორიც არის "მაერსკი" და მისი მფლობელი იაპი მიოლერი, მგონი მაინც უპირატესობით ისარგებლებენ. გარშემო, ეკონომიკები არ არიან ისეთი განვითარებულები და არ აქვთ ისეთი რაოდენობის ტვირთები, რომ ანაკლიის პორტი იმ მოცულობით დაიტვირთოს, რაც იყო გაჟღერებული. 100 მილიონი ტონა ტვირთი ეს წარმოუდგენელი ციფრია. ჩვენ დღეს გვაქვს ორი, ასე ვთქვათ მოგებაზე მომუშავე ნავსადგური. თუ ამ მასშტაბის პორტი აშენდება, ჩვენ მივიღებთ სამს, რომელიც აუცილებლად იქნება წამგებიანი, იმიტომ რომ აუცილებლად დაიწყება კონკურენცია ერთმანეთში, არსებული ტვირთების გადანაწილებაზე, რადგან ტვირთის მოზიდვა ნავსადგურით შეუძლებელია. ტვირთს ქმნის ეკონომიკა", - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.

 

"კომერსანტი" აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას APM Terminals-ში ცდილობს, სადაც კითხვები უკვე გადავაგზავნეთ. კომპანიაში განაცხადეს, რომ პასუხებს, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში მოგვაწვდიან.



საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 3 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა
access_time2021-07-31 10:47:24
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 965 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 659 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 306 PCR ტესტით.   ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  419...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება

საგადასახადო შეღავათის მოთხოვნის ვადა 1–ელ აგვისტოს იწურება
access_time2021-07-30 17:00:16
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იურიდიულ პირებს შეგახსენებს, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.  დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, ...


მსგავსი სიახლეები

up