ირაკლი იაშვილი: 2021 წლის პირველი კვარტალი ბიზნესისთვის უმძიმესია

ირაკლი იაშვილი: 2021 წლის პირველი კვარტალი ბიზნესისთვის უმძიმესია

access_time2021-03-26 09:00:00

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი ბიზნესისთვის მძიმეა.


„სფეროებში, რომელშიც მე ვმოღვაწეობ, უმძიმესი სიტუაციაა. მართალი გითხრათ, აქტივობის ასეთ კლებას არც ველოდი. გასულ წელთან შედარებაც კი არ შემიძლია. საუბარი მაქვს ღვინის სექტორზე, გადაზიდვებზე, ელექტროენერგიის წარმოება შემცირებულია, რადგან მოთხოვნა არ არის. სატრანსპორტო ინდუსტრია პირდაპირ მიბმულია მოთხოვნა-მიწოდებასთან, გემები ფაქტობრივად ცარიელი დადის,მოთხოვნა არსად არ არის.


რაც შეეხება ღვინის სექტორს, ის სექტორი, რომელზეც ხარისხიანი და შედარებით ძვირადღირებული პროდუქცია ივაჭრება, ეს არის HoReCa სექტორი და ის მთელს მსოფლიოში პარალიზებულია. ევროპასა და იაპონიაში, იქ სადაც ჩვენი ძირითადი ბაზრებია - ლოქდაუნია. აქედან გამომდინარე, ჩემთვის და ჩემი ბიზნესებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რა ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ვიდრე საქართველოში. ჩემი ბიზნესების ძირითადი ნაწილი ექსპორტზეა ორიენტირებული,“ - აცხადებს იაშვილი.


რაც შეეხება იმას, თუ რა მოლოდინი აქვს ისთ გეით ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს გარე ბაზრებთან მიმართებაში, იაშვილი აცხადებს, რომ ვიდრე მსოფლიოში მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება, წინსვლაზე ფიქრი ცოტა რთულია. როგორც იაშვილი აცხადებს, მიმდინარე წელი სავარაუდოდ ვაქცინაციას და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს დასჭირდება.



„მომავალ წელს ზრდის ნიშნებს უნდა ველოდოთ. აქტივობის თვალსაზრისით, 2019 წელი იყო ძალიან კარგი, ცუდი არ იყო 2020 წელი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სრული ლოქდაუნი იყო, წელს კი კლება ნამდვილად ჩანს. ამას ემატება ისტერიები, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური, ეს ყველაფერი ამძიმებს სიტუაციას. მე ამაზე იმუნიტეტი მაქვს, 30 წლის განმავლობაში გამომიმუშავდა, მაგრამ, ეკონომიკას არ აქვს,“ - აცხადებს იაშვილი.



business-partner.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up