ირაკლი გურჩიანი: „სანამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტოტალიზატორები და კაზინოები არ დაიკეტება, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა არ იქნება“

ირაკლი გურჩიანი: „სანამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტოტალიზატორები და კაზინოები არ დაიკეტება, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა არ იქნება“

access_time2019-09-18 11:30:40

„სანამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტოტალიზატორები და კაზინოები არ დაიკეტება, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა არ იქნება,“-ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი,“ტოიოტა ცენტრი თბილისის” დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი, NDI-ს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია და ამაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.



როგორც გურჩიანი აცხადებს, საქართველოში სათამაშო ბიზნესი მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.


„ქართველები აღმოვჩნდით როგორი ხალხი იცით? ორ კაპიკს იშოვიან და გარბიან ტოტალზიატორში, ჰგონიათ, რომ გაასამმაგებენ მოგებას, მაგრამ ასე არ ხდება. იმიტომ არის, რომ დაიღუპა მთელი საქართველო. მე რომ ვიყო სახელმწიფოს მეთაური, ერთი ხელის მოსმით, ერთი ბრძანებით ავკრძალავდი ქართული პირადობის მოწმობით კაზინოში და ტოტალიზატორში შესვლას. გამოთავისუფლებული ფული საქართველოს ეკონომიკაში დარჩება. დღეს ტოტალიზატორის ფული საზღვარგარეთ გადის იმიტომ, რომ მათ უმეტესობას უცხოელი მფლობელი ჰყავს. ეს არხი დასაკეტია“-აცხადებს გურჩიანი.



მისი ინფორმაციით, ცუდ ეკონომიკურ სიტუაციაზე ხელისუფლებამ პასუხი უკვე აგო, რაც მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან წასვლაში გამოიხატა. მისი განცხადებით, დღეს ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს და მისი ქვეყნის მართვაში მოსვლა მხოლოდ და მხოლოდ დადებითია.


„გიორგი გახარიას პირადად ვიცნობ და იმედი მაქვს,რომ ქვეყანაში ვითარება გამოსწორდება და უკეთესობისკენ წავა. ვიცი რომ ეკონომიკაში და ბიზნესში ბევრ კარგ რამეს გააკეთებს.




რაც შეეხება იმას, თუ რისი და ვისი ბრალია შექმნილი სიტუაცია? პირველ რიგში იმის, რომ ხალხს ფული არ აქვს, ყველა გაჭირვებულია. კაცმა რაღაც საქმე რომ დაიწყოს, მაგის საშუალება, ფაქტობრივად, არ არის. დღეს ქვეყანაში ფულზე ნაკლები ხელმისაწვდომობაა. 100 000 დოლარი რომ გჭირდებოდეს ბიზნესის დასაწყებად, არავინ მოგცემს, თუ 500 000 დოლარის გირაოს მაინც არ დატოვებ. ეს ხომ კოშმარია? სწორედ კომერციული ბანკებია შემაფერხებელი ფაქტორი ეკონომიკური განვითარების,“-
აცხადებს გურჩიანი.


მისი განცხადებით, პრობლემა კომპლექსურია, შემცირებულია ინვესტიციებიც, რაც საბოლოო ჯამში ფულის გაძვირების საფუძველი ხდება. პრობლემაა ლარის კურსიც.



როგორც ბიზნესმენი აცხადებს, NDI-ს შედეგები, რომელიც საბანკო რეგულაციას ეხება, ანეგდოტურია. გამოკითხულთა 49%-თვის 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციები მისაღებია. გურჩიანი განმარტავს, რომ საქართველოში სანამ მევახშეობის ინსტიტუტი საერთოდ არ გაუქმდება და არ გახდება ცივილიზებული, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა არ იქნება.


„რა არის დადებითი, მაცივარი რომ იყიდო, თვეში ხუთი მაცივარის ღირებულების ხელფასი უნდა გქონდეს, ასეთები კი საქართველოში არ არის. ამბობენ, რომ ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1200 ლარია, ხომ ნამდვილად ვიცით,რომ არ არის მართალი. ზოგიერთს 30 000 ლარი აქვს ხელფასი, ზოგიერთს -500 ლარი, იქიდან რომ გამოიყვანენ საშუალო ხელფასს, ეს ხომ სისულელეა? საშუალო ხელფასი დღეს საქართველოში 500 ლარია,“-აცხადებს გურჩიანი.



კითხვაზე, ეს შედეგი ხომ არ განაპირობა იმან, რომ რეალურად საზოგადოებას ბანკების მიმართ პროტესტი აქვს, გურჩიანი განმარტავს,რომ შესაძლოა ეს მიზეზიც იყოს.



„ბანკების მიმართ შესაძლოა პროტესტი აქვთ კი არა, საქართველოში, საზოგადოების 90%-ი ბანკების მტერია. ნებისმიერი ადამიანი რომ გააჩერო, თავისი თავის უბედურების მიზეზად ბანკს დაგისახელებთ. მიზეზი მაღალი პროცენტებია. ერთი მომენტია, არ უნდა მიხვიდე და სესხი არ უნდა აიღო, თუ არ შეგიძლია გადახდა, მაგრამ როდესაც ძალიან გჭირდება ფული და წამლის საყიდელი არ გაქვს, იღებ სესხს,“-აცხადებს გურჩიანი.


სოფო ქსოვრელი 






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up