ირაკლი გურჩიანი - პანდემიის პერიოდში ყველა თანამშრომელს შევუნარჩუნეთ  სამუშაო ადგილი და ანაზღაურება

ირაკლი გურჩიანი - პანდემიის პერიოდში ყველა თანამშრომელს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი და ანაზღაურება

access_time2020-05-14 14:43:08

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, პანდემიის გამო დაწესებულ საგანგებო ვითარებაში მუშაობას სპეციალურ რეჟიმში აგრძელებს. მომხმარებელს, რომლის ავტომობილსაც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ავტონაწილის შეცვლა ან სხვა სერვისის მიღება ესაჭიროება, შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციაც მიიღოს და სერვისის მისაღებად წინასწარ ჩაეწეროს.

 

როგორ მუშაობს ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საგანგებო ვითარებაში, რა სახის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს და რამდენად ზედმიწევნით იცავს „ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ რეკომენდაციებსა და ქვეყანაში დადგენილ უსაფრთხოების წესებს პანდემიის პირობებში, -  ამ თემებზე „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი საუბრობს.

 

  • კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მუშაობა, ფაქტიურად, მხოლოდ 17-დან 27 აპრილამდე გვქონდა შეჩერებული, მაშინ, როცა ავტომობილების მოძრაობა იყო აკრძალული. ავტოტექმომსახურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც სატრანპორტო საშუალებების გამართულად ფუნქციონირებას და რეჟიმების დაცვას უზრუნველყოფს. როდესაც საქმე ეხება საგანგებო ვითარებას, ამ შემთხვევაში ავტოტექმომსახურების სფეროს ოპერატიული მუშაობა ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება, როგორც ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის ობიექტებისთვის, ასევე მოქალაქეებისთვისაც. სწორედ ამის გათვალისწინებით, სახელმწიფომ საგანგებო ვითარების შემოღებისთანავე მოგვცა მუშაობის გაგრძელების უფლება, თუმცა მხოლოდ ავტოსერვისის მიმართულებით. პანდემიის პირობებში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ არასრული დატვირთვით მუშაობს, ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს და ხელმძღვანელობს იმ დადგენილი ნორმებითა და სტანდარტებით, რასაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს მოცემულ საგანგებო ვითარებაში.  

 

  • როგორც აღნიშნეთ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სრული დატვირთვით ვერ მუშაობთ - რას ნიშნავს ეს „ტოიოტა ცენტრ თბილისისთვის“?
  •  „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, ამჟამად, მხოლოდ 30%-იანი დატვირთვით მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად, არ არსებობს ავტონაწილების ყიდვა-გაყიდვის ფართო სპექტრი, გარდა ამისა, მნიშვნელოვნადაა შემცირებული ავტომობილების ყიდვა-გაყიდვაც. უკვე აღვნიშნე, რომ ამჟამად, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს მხოლოდ ავტოტექმომსახურებას უწევს. ეს ნიშნავს, რომ შექმნილ მდგომარეობაში მუშაობს მხოლოდ ბიზნესის 30% და შესაბამისად, მუშაობს კომპანიაში დასაქმებულთა მცირე რაოდენობა, რაც თანამშრომელთა საერთო რაოდენობის მესამედსაც არ შეადგენს.

  

  • რა სახის სერვისებს სთავაზობს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს?
  • მომხმარებელს ვთავაზობთ ავტომობილის ნებისმიერი სახის შეკეთებას და ავტონაწილის შეცვლას, დაზიანების აღდგენას, შეღებვას და ა.შ. ანუ, ვთავაზობთ ყველა ტიპის მომსახურებას, რაც ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ, როგორც ფიზიკური პირები, ასევე, სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები, მათ შორის ჯანდაცვის ობიექტებიც. ტექნიკური მომსახურების მისაღებად, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სამუშაო საათებში. ჩვენი მისამართი ბევრისთვის ცნობილია - აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. მაგრამ პანდემიის პირობებში უმჯობესი იქნება, თუ მომხმარებელი წინასწარ დაუკავშირდება „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ და სერვისის მისაღებად ჩაეწერება. წინასწარჩაწერილ მომხმარებელს ჩვენი პროფესიონალი ტექნიკოსები ინდივიდუალურად, დათქმულ დროს, კორონავირუსის გავრეცელების საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით მოემსახურებიან.

 

  • რა სახის უსაფრთხოების ზომებს იყენებს საგანგებო სიტუაციაში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელთან ურთიერთობისას და რამდენად სრულყოფილად არის დაცული უსაფრთხოების წესები პანდემიის პირობებში?
  • ზედმიწევნით სრულყოფილად ვასრულებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც გაცემულია, როგორც ჯანმოს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, ზოგადად, სამთავრობო უწყებების მიერ. პირველ რიგში, ყველა თანამშრომელი და მომხმარებელი, რომელიც სერვისის მისაღებად მიმართავს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“, აღირიცხება. გარდა ამისა, მას ვუზომავთ ტემპერატურას, ვთავაზობთ ხელების დამუშავებას სადეზინფეციო ხსნარით. თუ მას არ აქვს პირბადე და ხელთათმანი, ამ ნივთებსაც გადავცემთ. ამ აუცილებელი პროცედურის გავლის შემდეგ მომხმარებელი ავსებს შეკვეთის ფორმას, რის შემდეგაც მას შეუძლია გავიდეს გარეთ ან ადგილი დაიკავოს სპეციალურ მოსაცდელ სივრცეში, სადაც შესაძლებელია სავალდებულო დისტანციის დაცვა და სხვა მომხმარებლისგან გამიჯვნა. შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებელისთვის არ არის დასაშვები სერვისცენტრში შესვლა, არადა, პანდემიამდე, სურვილის შემთხვევაში, მას შეეძლო სერვისცენტრში შესვლა და უსაფრთხოების ნორმების დაცვითა და სპეციალური ეკიპირებით მომსახურების გაწევის პროცესისთვის თვალ-ყურის დევნება. სერვისის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ხელს აწერს მიღება-ჩაბარების აქტს, განახლებული ავტომობილი კი გამოჰყავს შესაბამის ტექნიკურ პერსონალს, რომელსაც აცვია სპეცტანსაცმელი, უკეთია პირბადე და ხელთათმანი. რაც მთავარია, ავტომობობილს, სერვისის გაწევამდეც და სამუშაოების დასრულების შემდეგაც, უტარდება დეზინფექცია სპეციალური ხსნარების მეშვეობით.


გარდა ამისა, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ყველა თვალსაჩინო ადგილას გაკრულია Covid 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული პოსტერები, რომელიც შეიცავს ჯანმოს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, პანდემიისა და საგანგებო ვითარებაში ქცევის ნორმებსა და მოთხოვნებს; სავალდებულო დისტანციის დასაცავად იატაკზე დაკრულია სპეციალური პოსტერები, რაც  განაცხადის შევსებისას თუ მომსახურების საფასურის გადახდისას დისტანციის დაცვას უზრუნველყოფს. პირბადით და ხელთათმანით აღჭურვილი ჩვენი თანამშრომელი კი მომხმარებლისგან გამიჯნულია სპეციალური მინით. ყველაფერი მოწყობილია ისე, რომ მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ტექნიკურ პერსონალთან ახლო შეხება არ ჰქონდეს. ამით დაცულია, როგორც ჩვენი თანამშრომლების, ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობა და უსართხოება.


 

  • შექმნილ საგანგებო ვითარებაში ეძლევა თუ არა მომხმარებელს ავტომობილის შეძენის ან დარეზერვების შესაძლებლობა, თუ ეს აკრძალულია?
  • მომხმარებელს ახლაც აქვს შესაძლებლობა დაარეზერვოს ან შეიძინოს ავტომობილი, თუმცა  სახელმწიფოს მიერ დადგენილი მოთხოვნებით, მომხმარებელს ადგილზე, შოურუმში მისვლა და მანქანის შეძენა შეუძლია მხოლოდ კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს. „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილის შესაძენად მისვლა შეუძლია მხოლოდ ერთ პირს, რომლის სახელზეც გაფორმდება შესაბამისი დოკუმენტაცია. ამ პროცესს დაესწრება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელიც, რომელიც თავის მხრივ, შესაბამისი აქტით დაადასტურებს ავტომობილის შეძენის ფაქტს. რაც შეეხება ავტომობილის დარეზერვებას, ამისთვის მომხმარებელს არ სჭირდება „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისვლა - ამ პროცედურის გავლა შესაძლებელია დისტანციურად. ავტომობილის დასარეზერვებლად ჩვენ საკმაოდ მოსახერხებელი ონლაინ მომსახურება გვაქვს.

  

  • შექმნილ სიტუაციაში რამდენად უმკლავდება „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სოციალურ პასუხისმგებლობას თანამშრომლების მიმართ?
  • იმის გამო, რომ კომპანია სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, ამჟამად მოქმედ სერვისებზე   თანამშრომლების მხოლოდ მესამედია დაკავებული. მიუხედავად ამისა, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ყველა თანამშრომელი უზრუნველვყოთ ყოველთვიური ანაზღაურებით. დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ პანდემიის შემდგომ პერიოდში, ეს ფინანსურად მძიმედ აისახება კომპანიაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თანამშრომლების წინაშე სოციალურ პასუხისმგებლობას თავიდან არ ავირიდებთ, თუნდაც საგანგებო ვითარება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ასე რომ, პანდემიის პერიოდში „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ არც ერთ თანამშრომელს ანაზღაურების მიღების მხრივ პრობლემა არ ექმნება და რაც მთავარია, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, ამ მძიმე პერიოდის მიუხედავად, ყველა თანამშრომელს ინარჩუნებს.

 

  • ეს გლობალური კრიზისია და მსოფლიოს ყველა კომპანია თუ ორგანიზაცია პანდემიით მიყენებულ ზარალს ითვლის. რა მდგომარეობაა ამ მხრივ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“? 
  • ეს არ არის კრიზისი, ეს ბიზნესკოლაფსია მსოფლიო მასშტაბით. განსაკუთრებით მძიმე დროება უდგას მცირე და საშუალო ბიზნესს. გასული წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 90%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვაქვს ჩვენს შემთხვევაში. ძალები რომ აღვიდგინოთ და გასული წლების მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ, ამისთვის სულ მცირე ორწლიანი თავდაუზოგავი მუშაობა დაგვჭირდება.

 

  • როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი ქართული ბიზნესისთვის შექმნილ სიტუაციაში? როგორ უნდა მოიქცეს ბიზნესი?
  • შექმნილ მდგომარეობაში, საქართველოში ბიზნესი საგრძნობლად დასუსტდება. პანდემია რომ გადაივლის, ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობა დიდად იქნება დამოკიდებული სახელმწიფო რეგულაციებსა და მიზანმიმართულ საშეღავათო პროგრამებზე. იმედია, საბანკო ვალდებულებების შესრულება ბიზნესისთვის კაბალური არ გახდება. პოსტკრიზისული პერიოდი შესაძლოა ძალიან რთულად დასაძლევი აღმოჩნდეს ეროვნული ბიზნესისა და ეკონომიკისთვის. თუ არ ამოქმედდება ზედმიწევნით სწორად გათვლილი და სამართლიანად შემუშავებული საშეღავათო პროგრამები და რეგულაციები, ეროვნული ბიზნესის დიდი ნაწილი შეწყვეტს არსებობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პანდემიის დასრულების შემდგომ პერიოდს ჩვენი ქვეყანა კარგად ორგანიზებული და მომზადებული შეხვდეს.

 



 (R)

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up