„ტოიოტა ცენტრი თბილისის“  დამფუძნებელი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ავტომობილებს დემპინგურ ფასებში ყიდის

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ავტომობილებს დემპინგურ ფასებში ყიდის

access_time2018-07-11 11:00:00

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზეა და ის თავდაპირველად, როგორც საქართველოში, ისე კავკასიაში „ტოიოტას“ ერთადერთი წარმომადგენელი იყო. კომპანიის დამფუძნებლის ირაკლი გურჩიანის განცხადებით, 2006 წელს მისი ინიციატივით კავკასიაში იაპონელებთან ერთად „ტოიოტას“ ჰაბი შეიქმნა და იაპონურმა კომპანიამ „ტოიოტა ცუშო კორპორაციამ“ 100%-იანი წილით ქართული შპსტოიოტა კავკასია დაარსა, რომელიც  კავკასიის რეგიონში აღნიშნული საავტომობილო მარკის დისტრიბუტორი გახდა.

ამჟამად საქართველოში „ტოიოტას“ ოფიციალური დილერები შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არიან.

 

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ განვითარების, ბიზნესხედვების და სამომავლო გეგმების შესახებ „კომერსანტი“ირაკლი გურჩიანთან ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ.

 

 

-საუბარი ქვეყანაში საავტომობილო ბაზარზე არსებული მდგომარეობით დავიწყოთ. რეალურად, საქართველოში საავტომობილო ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით როგორი მდგომარეობაა?

 

-რთული მდგომარეობაა, რადგან საავტომობილო ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით დღეს ყველაზე დიდ სირთულეს საქართველოს ეკონომიკის კოლაფსური მდგომარეობა წარმოადგენს. ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პრობლემებია, ანუ ეკონომიკა არ ვითარდება და შესაბამიასდ ვერც ბიზნესი მიდის წინ. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში ინვესტიციებს არ დებს.


როგორც კი ქვეყანაში მშპ 0.1%-ით იზრდება ჩვენ ბიზნესზე დადებითად აისახება, რადგან კომპანიაში გაყიდვები მატულობს. სამწუხაროდ, ასეთი სახის ძვრები ქვეყანაში ხშირად არ ხდება. მოსახლეობას მსყიდველუნარიანობა დაქვეითებული აქვს.


2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში რთული ეკონომიკური მდგომარეობა იყო, თუმცა ჩვენ ბიზნესში იმ პერიოდში სირთულეები არ მახსოვს. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში შემოსავლების მხრივ ავტომობილების რეექსპორტი პირველ ადგილზე იყო. ომის შემდგომი კრიზისიდან დღესაც არ ვართ გამოსულები.


2008 წლამდე ჩვენი ავტოსალონიდან დღეში 30-ი მანქანა გადიოდა, დღეს კი ეს რიცხვი 3-მდეა შემცირებული. კომპანიას შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 3%-იანი ზრდა აქვს.


 

-როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა ბიზნესზე უარყოფითად აისახება. რაც შეეხება ზოგად ბიზნესგარემოს, რამდენად ჯანსაღი და განვითარებადია?

 

-ქვეყანაში დღეს ბიზნესგარემო ღია და თავისუფალია. ბიზნესს არ ეშინია და ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა კონკრეტულად საავტომობილო ბიზნესში განვითარების თვალსაზრისით ტენდერების სიმცირეს  გამოვყოფდი.

 

-ტენდერების სახით საკმაოდ აქტუალურ თემას შეეხეთ. საინტერესოა, თქვენი კომპანია მონაწილეობს თუ არა სახელმწიფო ტენდერებში ?

 

-დიახ, ტენდერებში მონაწილეობას ვიღებთ, თუმცა არსებობს ტენდერები, სადაც გამარჯვებულის ვინაობა თავიდანვე ცალსახად გამოკვეთილია, ხოლო „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მსგავსი სახის ტენდერებში მონაწილეობას არ იღებს. როდესაც ჩვენი კომპანია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს შეაფასებს, იქ კარგად ჩანს ღირს თუ არა მასში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამიტომ შესაძლოა ითქვას, რომ  ჩვენ სფეროში ქვეყანაში ტენდერები ნახევრად გამჭვირვალეა.

ტენდერების გამოცხადების სისტემის განვითარება მარტივი არ არის და არსებული კანონმდებლობის დონეზე სრულადაა შესაცვლელი.


 

-ტენდერების გარდა ქვეყანაში დღეს ბიზნესის განვითარებას რა აფერხებს?


-აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის ბიზნესები, რომლებიც წლებია საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ და ახლადშემოსულ მოთამაშეებს განვითარებაში ხელს უშლიან. უხეშად რომ ვთქვათ, მათ ჩაძირვას ცდილობენ ეს გამოსდით კიდეც. ქვეყანაში ეს ჯაჭვური პროცესი, ბიზნესის განვითარებას აფერხებს.


პრაქტიკულად, ასეთ გარემოში ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი ბიზნესს ვერ წამოიწყებს, რადგან მსხვილი კომპანიები მას გასაქანს არ მისცემენ. ჩვენ ბაზარზე ყველაფერი მონოპოლიზირებულია, როგორც ჩანს, სახელმწიფო ამას არ უყურებს. მაგალითად, მოვიყვან ქართულ ბანკებს, საქართველოში არ არსებობს ბიზნესი რომელიც ბანკის საკუთრებაში არ არის და სხვა ბიზნესებს განვითარებაში ხელს  უშლიან. 


 

-ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ახალი რეგულცია, რომლის მიხედვითაც მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს სესხების გაცემა შეეზღუდათ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვებზე როგორ აისახა?

 

-პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს ჭარბვალიანობასთან ბრძოლა არ არის. ადამიანებს ყველანაირი არსებობის საშუალება მოუსპეს, რადგან საყოფაცხოვრებო ნივთებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდათ. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენ კომპანიას, 7 მაისის შემდგომ 60%-იანი კლება გვაქვს.

დღეს ბევრი ადამიანია, ვისაც შემოსავალი აქვს, თუმცა ვერ ასაბუთებს და ახალი რეგულაციის მიხედვით ბანკი მას სესხს ვერ აძლევს, რადგან ეროვნული ბანკის „ეშინია“. რა თქმა უნდა, თუ ზემოთ აღნიშნული რეგულაცია ჩვენ ქვეყანას გადაარჩენს და მოსახლეობას გაღარიბებისგან იხსნის მისაღებია, თუმცა მეეჭვება ახალი რეგულაცია ასეთი ეფექტური იყოს.

 


-ტოიოტა ცენტრი თბილისი და ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოშიტოიოტასოფიციალური რითეილერები არიან. რამდენად ჯანსაღია თქვენ შორის არსებული კონკურენცია და ზოგადად, როგორ არეგულირებთ ბაზარს სხვა კომპანიებთან კონკურენციის მიმართულებით?

 

-„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ისეთი ორგანიზაციაა, რომელსაც სურს ყველაფერი თავად გაყიდოს. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენგან მყიდველები მიიზიდოს და ამისთვის სპეციალურ, დაბალ ფასს სთავაზოვბს. გამოდის, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს ავტომობილებს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, ანუ დემპინგურ ფასაბში სთავაზობს.

ეს არ არის დარღვევა, ის ყიდულობს მანქანას შპს კავკასიისგან მაგალითად 20 000 ლარად და ყიდის 18 000 ლარად. ეს არის დემპინგი და ძნელია ასეთი მენტალობის კომპანიასთან რაიმე საერთოს გამონახვა, ამიტომაც ჩვენ სხვადასხვა გზით დავდივართ როგორც ბიზნესში ასევე ცხოვრებაში.

აქედან გამომდინარე, მე ამ კომპანიას კონკურენტად არ აღვიქვამ. განვითარების თვალსაზრისით მის გზას არ გავივლიდი. საქართველო  იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ ამ ბაზრისთვის ორი ავტოდილერი ბევრია. რაც შეეხება სხვა კომპანიებთან კონკურენციას, ნებისმიერ მათგანთან გაცილებით კოლეგიალური და ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს ვიდრე „ტოიოტა ცენტრ თეგეტასტან“.

 

 

-„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ავტოსალონიდან  მოთხოვნა ძირითადად რომელი მარკის ავტომობილზეა და გასულ წელს ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილის რა რაოდენობის კომერციალიზაცია მოხდა?

 

-მოთხოვნადია „ტოიოტა პრიუსი“ და „ტოიოტა ქამრი ჰიბრიდი“, თუმცა მას ვერ ყიდულობენ რადგან ძვირია. ქალაქში კი ამერიკიდან ჩამოყვანილი მეორადი ჰიბრიდები მოძრაობენ.

რაც შეეხება მაღალი გამავლობის ავტომობილებს შავი „ტოიოტა პრადო“ ყველაზე გაყიდვადია. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და „ჯიპებზე“ მოთხოვნაც სწორედ აქედან გამომდინარეა. მაგალითად, ქალაქში პატარა ზომის ავტომობილების ტენდენცია შეინიშნება. 2017 წელს 218 „ტოიოტა პრადო“ გაიყიდა, ხოლო 2018 წელს 240 „ტიოტა პრადოს“ გაყიდვას ვვარაუდობთ.

 

-როგორ ფიქრობთ საქართველოში ავტომობილების წარმოების განვითარება რამდენად რეალურია?

 

-ეს წარმოუდგენელია, რადგან ქვეყანაში ერთი ქარხნის გაკეთებაც კი დიდ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული. ინვესტიცია იმდენად დიდია, რომ მწარმოებელი უარს იტყვის. შესაძლოა ქარხანა აშენდეს, მაგრამ ავტომობილების წარმოება რეგიონისთვის საჭირო უნდა იყოს. როდესაც საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ეს ბიზნესი უმაღლეს დონეზეა განვითარებული, საქართველოში ამის საჭიროებას ვეღარ ვხედავ. ჩვენთან ავტომობილების წარმოება არასდროს აღორძინდება.

 

-რაც შეეხება ავტომობილის ფასებს, რამდენად ლოიალური საფასო პოლიტიკა გაქვთ?

 

-ჩვენ სტაბილური ფასები გვაქვს და ავტომობილის ფასი მხოლოდ ახალი მოდელის შემოყვანასთან ერთად იზრდება. რაც შეეხება ჩვენ მომხმარებელს მასზე ფასის მატება მხოლოდ ლარის გაუფასურების შემთხვევაში აისახება.

 


-როგორი გეგმები აქვს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ სამომავლოდ? ასევე „კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ როგორც ბიზნესმენი ქვეყანაში ტურიზმის განვითარებით ხართ დაინტერესბეული...

 

სამომავლოდ ვაპირებ კიდევ სხვა საავტომობილო ბრენდების დამატებას, თუმცა ამ ეტაპზე ეს კომპანიის კომერციული საიდუმლოებაა და კონკრეტულად ვერ გავაჟღერებ. დიახ, დამატებით ვაპირებ კიდევ ახალ ბიზნესებში ძალების მოსინჯვას, რაც უკვე დავიწყე კიდეც, ეს სფერო ტურიზმს უკავშირდება.


ტურიზმის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია და ინტერესიც სწორედ ამ მიმართულებით მაქვს. ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო რეგიონში, სვანეთში სასტუმროს მშენებლობა მაქვს დაწყებული.


 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






„m2 უძრავი ქონება“ და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ

„m2 უძრავი ქონება“  და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ
person access_time2018-07-23 15:23:00
m2 უძრავ ქონებასა“...

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს ითხოვს

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს  ითხოვს
person access_time2018-07-23 12:05:00
,,თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დამატებით, 11 მილიონ ლარს ითხოვს გამარტივებული შესყიდვის უფლებით. როგორც ფონდში აცხადებენ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ოდენობა (52 მლნ. ლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა.   ფონდში ასევე აცხადებენ, თავის დროზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით...

აქციზის გაძვირებამ საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა

აქციზის გაძვირებამ  საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა
person access_time2018-07-23 13:33:00
„კომერსანტს“ კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში მათ საცალო ქსელში საწვავი 3 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორი საწვავზე ფასის ზრდის სამ მიზეზს...

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან რეგიონები შეურთდებიან

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან  რეგიონები შეურთდებიან
person access_time2018-07-23 13:32:05
ტყიბულელი მეშახტეების აქცია დღეს დასრულდა, თუმცა მათი თქმით ხვალიდან პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და აქციას შეურთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები.   ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო...

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება
person access_time2018-07-23 12:03:44
• „მწვანე ზრდის ფონდის“ (GGF) მიერ პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გაცემული კრედიტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც სოფლის მოსახლეობასა და ფერმერებს ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების დანერგვაში უნდა დაეხმაროს. • პროგნოზის მიხედვით, GGF-ის კრედიტით დაფინანსებული ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი ღონისძიებები წელიწადში 2,620 მვტ.სთ-ზე მეტ ენერგიას დაზოგავს და ნახშირორჟანგის ემისიას...


მსგავსი სიახლეები

up