ირაკლი ღარიბაშვილმა სტარტაპ Pulsar AI-ის დამფუძნებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა

ირაკლი ღარიბაშვილმა სტარტაპ Pulsar AI-ის დამფუძნებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა

access_time2021-05-13 14:00:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული სტარტაპის, Pulsar AI-ის დამფუძნებლებს შეხვდა, რომელიც ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა შეისყიდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


„შეხვედრაზე Pulsar AI-ის დამფუძნებლებმა ქართული სტარტაპის ისტორიასა და წარმატების გზაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ქართული ინოვაციური პროექტისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Pulsar AI-ის წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადგილობრივი ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ის პრეცენდენტი, რაც Pulsar AI-მა შექმნა, დიდი სტიმული და მოტივაციაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს.



შპს „პულსარი“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების ბენეფიციარია. 2017-2018 წლებში მათ მოიპოვეს 5000-ლარიანი გრანტი პროტოტიპირებისთვის და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, სადაც ინვესტორებს წარუდგინეს აღნიშნული პროტოტიპი. 2018 წელს, სტარტაპერებმა დამატებით სააგენტოს 100 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვეს, ხოლო 2020 წელს 650 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში. 2019-2020 წლებში „პულსარმა" 1.2 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა აშშ-დან, სილიკონის ველიდან და საბოლოოდ, ქართული სტარტაპი რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.


Pulsar AI მუშაობს კლიენტსა და ავტომობილის დილერს შორის სრულად ავტომატიზებული კომუნიკაციის შექმნაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. კომპანიის მიზანია, შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მისცემს საშუალებას ავტომობილების დილერებს სწრაფად და ეფექტურად მოემსახურონ პოტენციურ კლიენტებს ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ ვებ - ჩეთის საშუალებით.


საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ეკოსისტემის შექმნას, როგორც მთავრობის პრიორიტეტს. აღინიშნა, რომ მთავრობა, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მსგავსი ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის სტრატეგიას. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქართული ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირება გლობალურ ბაზარზე უაღრესად მნიშვნელოვანია.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი, „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა. შეხვედრას, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეუერთდა ციფრული პლატფორმის, SpinCar-ის თანადამფუძნებელი მაიკლ ქვიგლი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up