ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში ვიზიტები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომლის თანახმად, დღეს პრემიერი პირველ რეგიონს - აჭარას ეწვევა და მიმდინარე პროექტს გაეცნობა.
"გახსოვთ, წინა წელს პრემიერ-მინისტრი 63-ვე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინა, შესაბამისი დავალებები გასცა და დაჰპირდა, რომ პირადად გაეცნობოდა შედეგებს," - წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.