ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა შეჩერებულია - მთავრობას ვეტერანთა სოფლის ასაშენებლად თანხები არ აქვს

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა შეჩერებულია - მთავრობას ვეტერანთა სოფლის ასაშენებლად თანხები არ აქვს

person access_time2016-07-01 12:30:06

ვეტერანთა სამსახურს ვეტერანთა სპეცსოფლის იდეაზე უარი არ უთქვამს, თუმცა, მისი დაფინანსების მოპოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.


როგორც „კომერსანტს“ ვეტერანთა სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პროექტი ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და მის განხორციელებაზე მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს, რადგანაც ბიუჯეტი ამის საშუალებას ჯერ არ იძლევა.


ინიციატივა, რომელიც ვეტერანთა სპეცდასახლების შექმნას საზღვრისპირა რეგიონებში გულისხმობს, ყოფილ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. ვეტერანთა სოფელ „გეორგიასთან“ დაკავშირებით „კომერსანტთან“ ვეტერანთა სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა ვრცლად ისაუბრა.


მისი ინფორმაციით, გარდაბნის რაიონში სახელმწიფო დაფინანსებით ვეტერანთა სოფელი „გეორგია“ უნდა აშენებულიყო. შიხიაშვილი აცხადებდა, რომ პროექტისთვის 75 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი.


როგორც გასული წლის ნოემბერში ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, სოფელი ებრაულმა კომპანია „ფორტუნა ჰოლდინგსმა“ უნდა ააშენოს, რომელსაც მსგავსი პროექტების  განხორციელების გამოცდილება აქვს.



იგეგმება, რომ საქართველოს მასშტაბით 25 ასეთი სოფელი აშენდეს. როგორც შიხიაშვილი განმარტავდა, სოფელში განვითარებული იქნება მესაქონლეობა, მერძევეობა, რძის გადამამუშავებელი ქარხანა, საქონლის კვების ცენტრი, სათბურები, ასევე იქნება ახალი სისტემები - ირიგაციისა და მზის ენერგია იქნება გამოყენებული.


„ამ ყველაფრის დანერგვის შემდეგ სოფელში მოხდება 550 ვეტერანის ოჯახის ჩასახლება, რომლებიც ამ სფეროებში დატრენინგებულები იქნებიან.


წარმოებული პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგებით, ისინი იქნებიან უნარიანი გადაიხადონ სახელმწიფოსგან სესხად მიღებული თანხა, ასევე განახორციელონ ინვესტირება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში, რათა განვითარდეს სოფელი“,- აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

მისივე ინფორმაციით, დახარჯულ ფულს სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში სრულად დაიბრუნებს.

 

დღეს კი, როგორც აღვნიშნეთ, მთავრობაში ვერ ამბობენ, პროექტი ისევ რჩება თუ არა დღის წესრიგში და მიმდინარეობს თუ არა მუშაობა მის რეალიზაციაზე.  

 




ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up