ირაკლი ღარიბაშვილის facebook-ის გვერდის რეკლამაზე 90 დღეში 30 663 $ დაიხარჯა

ირაკლი ღარიბაშვილის facebook-ის გვერდის რეკლამაზე 90 დღეში 30 663 $ დაიხარჯა

access_time2022-08-13 19:00:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გვერდმა ფეისბუკზე, სხვა პოლიტიკური და სოციალური შინაარსის კონტენტის გვერდებს შორის, ყველაზე მეტი თანხა გადაიხადა გასული 90 დღის განმავლობაში რეკლამებზე. ფეისბუკის რეკლამების ბიბლიოთეკის [ads library] მონაცემებით, მან გასულ 7 დღეში 425$-ის, გასულ ერთ თვეში კი 4 544 $-ის რეკლამები განათავსა. რეკლამების უმეტესობა პრემიერ-მინისტრის სხვადასხვა ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებებზე, რელიგიური დღესასწაულების მილოცვებზე და ქვეყნის შიგნით ვიზიტების ამსახველ ფოტოსურათებზეა განთავსებული.

პრემიერ-მინისტრის გვერდის რეკლამებში დახარჯული თანხა 6-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის გვერდის რეკლამებში დახარჯული თანხის ოდენობას და სამჯერ მეტია მმართველი პარტიის რეკლამებში დახარჯულ თანხაზე. ქართული ოცნება, მთავარი გვერდის გარდა, გასული სამი თვის განმავლობაში აქტიურად არეკლამებდა პარტიის ქალთა ორგანიზაციის გვერდსაც. რეკლამის უხვად განმთავსებელთა პირველ ათეულში, მმართველი პარტიის, პრემიერისა და მთავრობის გვერდების გარდა, გვხვდება სირცხვილიას, ტელეკომპანია ფორმულის, გიორგი ვაშაძის, მამუკა ხაზარაძისა და კახა ოქრიაშვილის გვერდები.




ირაკლი ღარიბაშვილის გვერდი ფეისბუქზე 2012 წელს არის შექმნილი და რამდენჯერმე აქვს შეცვლილი როგორც სახელი, ასევე დანიშნულება და რეკლამის სპონსორი უწყება.

ფეისბუკმა რეკლამების გამჭვირვალობის გაზრდის პლატფორმა, რეკლამების ბიბლიოთეკა 2019 წელს გაუშვა. საქართველო ამ პლატფორმას მოგვიანებით, 2020 წლის აგვისტოში შეუერთდა. ამ დროიდან დღემდე, ორი წლის განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილის გვერდზე განთავსებული რეკლამების ჯამური რაოდენობა 155 816 დოლარია. ამ თანხის ნაწილი სხვადასხვა დროს თავდაცვის სამინისტროს, პარტია ქართულ ოცნებას და საქართველოს მთავრობას აქვთ გადახდილი.







ირაკლი ღარიბაშვილის გვერდს, 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით, 10 ადამიანი მართავს.





https://www.radiotavisupleba.ge/







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up