ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლების წინაშე დღეს ორი უმთავრესი ამოცანა დგას, ესენია - პანდემიის დამარცხება და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლების წინაშე დღეს ორი უმთავრესი ამოცანა დგას, ესენია - პანდემიის დამარცხება და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა

access_time2021-03-25 20:00:00

სახელოვანი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში; აეროპორტის განვითარებით და განახლებით მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა და მას წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წინაშე დღეს ორი უმთავრესი ამოცანა დგას, ესენია - პანდემიის დამარცხება და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, რაც შეიძლება მოკლე დროში, ტურიზმი კი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია.


„მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს პატივცემულ სტუმრებს, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, ჩვენს პატივცემულ მეგობრებს, ელჩებს. ყველას გილოცავთ დღევანელ დღეს, ჩვენ მართლაც გავხდით მომსწრენი დღევანდელი დღის, ვხედავთ ბათუმის განახლებულ აეროპორტს. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ მოტივირებულნი, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამოყვანა ამ კრიზისიდან. ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლების წინაშე დღეს ორი უმთავრესი ამოცანა დგას, ესენია - პანდემიის დამარცხება და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა, რაც შეიძლება მოკლე დროში. ასევე, კარგად მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი და პანდემიამ ეს სექტორი მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენთანაც ძალიან დააზარალა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ ზიანის შესამცირებლად და პანდემიის შემდგომი პერიოდისთვის უკეთ მოსამზადებლად. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა ქვეყანაში. ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. პანდემიასთან ეფექტურმა ბრძოლამ საშუალება მოგვცა უფრო ადრე გაგვეხსნა ქვეყანა საერთაშორისო მგზავრებისთვის და კიდევ ერთხელ სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელოვანი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში საერთაშორისო ინვესტორებმა, კერძოდ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ საქართველოში დამატებით 17 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც ძალიან დასაფასებელია.



„ამ აეროპორტის განვითარებით და განახლებით მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა და მას წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება. ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში საერთაშორისო ინვესტორებმა, კერძოდ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“, ჩვენს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიცია განახორციელა, რომლის მოცულობა 17 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, განსაკუთრებით, რომ პანდემიის პირობებში ამხელა ინვესტიცია, ასეთ მოკლე დროში, ძალიან დასაფასებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიის წარმომადგენლებს. ასევე მინდა ვთქვა, რომ სამუშაოებზე 300-მდე ადილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ინვესტორებს, პროექტის ავტორებს, ინჟინრებს და მშენებლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ძალიან ლამაზი პროექტის განხორციელებაში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განახლების დასრულების შედეგად აეროპორტი დღეიდან წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. კოვიდ-19 პანდემიის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად „ტავ ჯორჯიამ" სამშენებლო სამუშაოები არ გააჩერა და მეტიც, საინვესტიციო თანხა 14-დან 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა.


აეროპორტის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა, რომელმაც 2019 წელს 600 000-ს გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.


პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის, ისე - გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2 -დან 8000 მ2-მდე გაიზრდა. გარდა ამისა, ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სადაც დაინერგა ავტომატური კონვეერული სისტემა და დამონტაჟდება დამატებით 1 ბარგის კარუსელი. სარეგისტრაციო დახლები 8-დან 14 მდე, საზღვრის დაცვის ჯიხურები მოფრენაში 6-დან 12-მდე, გაფრენაში კი 6-დან 8-მდე გაიზრდა. გაფრენის ზონაში დაემატა ავტობუსის 2 გასასვლელი, ჯამში მგზავრები ავტობუსის 6 გასასვლელით ისარგებლებენ. ასევე გაფართოვდა „დუტი ფრის" ზონა, „ბიზნეს ლაუნჯი“ და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები.


გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტი სანი შენერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, „ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up