ირაკლი ღარიბაშვილი - წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ირაკლი ღარიბაშვილი - წელს 1-18 სექტემბერს თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

access_time2022-01-24 15:00:00

წელს ტარდება კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი 2022. 1-18 სექტემბერს თბილისი ევროპის 3 ქალაქთან (კიოლნი, პრაღა, მილანი) ერთად კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



პრემიერის თქმით, თბილისში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის მატჩები ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრების გარდა ითამაშებენ ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები.



„სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ევროპის ჩემპიონატის მისაღებად დედაქალაქში ახალი ევროპული სტანდარტების სპორტის სასახლე შენდება, რომელიც იქნება დასრულებული ამ ზაფხულს და ჩვენ ღირსეულად ჩავატარებთ ევროპის ჩემპიონატს თბილისში.
აქვე მინდა სიხარულით აღვნიშნო, ჩვენთვის ყველასთვის სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრები სექტემბერში ზედიზედ მე-5 ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რაც ქართული კალათბურთის და ზოგადად ქართული სპორტის დიდი წარმატებაა“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ფეხბურთის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება 2023 წელს.



„თბილისსა და ბათუმში, ასევე ქუთაისშიც გაიმართება მატჩები. რუმინეთთან ერთად ჩვენ ვუმასპინძლებთ 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს. ჩამოვლენ უძლიერესი გუნდები, 8 გუნდი ჩამოვა, 8 ქვეყნის შერჩეული გუნდი ჩამოვა საქართველოში და ფინალური მატჩი გაიმართება ბათუმის ახალ სტადიონზე, რომელიც საქართველოს მთავრობის დაფინანსებით აშენდა და ეს იქნება ძალიან დიდი მოვლენა 2023 წელს. ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი ჩამოვა საქართველოში და ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მათი ხილვის შესაძლებლობა მიეცემა.



ქალბატონ თეასთან ერთად, მე მქონდა შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთან, ბატონ ლევან კობიაშვილთან და ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხზე და ვთქვით, რომ საჭიროა დროებითი სამთავრობო კომისიის შექმნა. დღეს შეიქმნება დროებითი სამთავრობო კომისია, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სწორედ ამ ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებას და მასთან დაკავშირებით ყველა საკითხს მოაგვარებს.



ასევე, 2023 წლის 19 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით ბაკურიანში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი „თავისუფალ სრიალში თხილამურებით და სნოუბორდის", რაც ასევე დიდი მოვლენაა და ამისთვის ინტენსიურ სამუშაოებს ვახორციელებთ. 3 ახალი სასრიალო ტრასა მოეწყობა, ხელოვნური ტბები და ა.შ. უამრავი სამუშაო ტარდება, რაც საბოლოო ჯამში, ბაკურიანს და ჩვენს მოსახლეობას დარჩება.
მიმდინარე წლის 18-19 თებერვალს და 5-6 მარტს ბაკურიანი მსოფლოს თასის ეტაპებს უმასპინძლებს, რომელიც საერთაშორისო ფედერაციასთან აღებული ვალდებულების ნაწილია“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up